მაია მიმინოშვილის ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არაა მითითებული - კვირის პალიტრა

მაია მიმინოშვილის ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არაა მითითებული

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო, დოკუმენტში არ არის მითითებული მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება და მათივე სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, წლების განმავლობაში მიმინოშვილის უწყებაში მისი ოჯახის წევრები კონკურსის გარეშე იყვნენ დასაქმებულები, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.

ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არ არის მითითებული

ორგანიზაციის ცნობით, მაია მიმინოშვილის 2017 წლის 31 აგვისტოს შევსებულ დეკლარაციაში არ არის აღნიშნული, რომ მიმინოშვილის (მასთან მცხოვრები) შვილი ალექსანდრე ყანჩაველი ფლობდა 14%-იან წილს შპს "არქი დეველოპმენტში". აღნიშნულ კომპანიაში ყანჩაველი წილის მფლობელი იყო კომპანიის დაფუძნებიდანვე - 2013 წლის 25 თებერვლიდან, თუმცა მაია მიმინოშვილს ამის შესახებ არცერთ დეკლარაციაში არ მიუთითებია. ალექსანდრე ყანჩაველმა აღნიშნული წილი 140 ათას ლარად ირაკლი ქაფიანიძეს 2017 წლის 30 იანვარს მიყიდა. განაგრძეთ კითხვა