"ძროხას სარჩელი აქვს შეტანილი თერჯოლის სასამართლოში"
"ძროხას სარჩელი აქვს შეტანილი თერჯოლის სასამართლოში"
ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი გოგი წულაია, ნამდვილად არ უჩივის იუმორის გრძნობას და ხშირად სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობის დასაგეგმად იყენებს.­ ამიტომ ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. გოგი წულაია "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ. სანამ ეროვნულ მოძრაობაში მოვიდოდი, ავტოქარხანაში­ ვმუშაობდი - ვიყავი კონსტრუქტორი. მერამდენე წელია, პოლიტიკით ვცხოვრობ... ამჟამად ოპოზიციაში ვარ.

- ენაკვიმატობის ნიჭი პოლიტიკოსობისას გამოგიმუშავდათ?
- არა, ბავშვობიდან ასეთი მოსასპობი ვარ. პოლიტიკას არ შევუცვლივარ.

- ამ თვისებამ უფრო დაამახსოვრა თქვენი­ სახელი საზოგადოებას...
- ჩემი
აქციებით, მინისპექტაკლებით უფრო მოვექეცი ყურადღების ცენტრში. ასეც მქონდა განზრახული, რამეთუ ნებისმიერი საინფორმაციო სივრცის გაჭრა სხვა­გვარად შეუძლებელი იქნებოდა.
- თქვენს ჩატარებულ აქციებს: სასამართ­ლოში ჩალით მისვლას, გამგებლებისთვის მახა­თების გაგზავნას რა შედეგი მოაქვს, გარდა იმისა, რომ გაგვეცინა და შესაძლოა, მავანთ გულიც მოფხანეთ?
- პრობლემების ამგვარად დაყენებას შედეგი მოაქვს. ამას
წინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის, გამოსვლა იყო, სადაც აღნიშნა, მოსამართლეების ნაკლებობა გვაწუხებს, საქმეების განხილვას დიდი დრო უნდაო. ამას ვაპროტესტებდი სწორედ მაშინ, როდესაც ჩალა მივიტანე.

ბიძინა ივანიშვილი თავის ინტერვიუში ამბობს, კვირიკაშვილი ანგარიშს არ უწევდა პარლამენტსო. კუბო რომ მივიტანე პარლამენტთან, ამას მივანიშნებდი. ვამბობდი, რომ პარლამენტი არის მკვდარი ორგანო, რომელიც თავის ფუნქციას არ ასრულებს.
გზების პრობლემაზე რამდენიმე თვე ვლაპარაკობდი და მიტინგს მიტინგზე ვატარებდი, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ როგორც კი თევზი დავიჭირე იმ წუმპეში, რომელიც ქუთაისში წელიწადზე მეტხანს გადათხრილ ასათიანის ქუჩაზე იდგა, შედეგი რამდენიმე დღეში გამოჩნდა. მახათები იმიტომ გავუგზავნე ზოგ გამგ­ებელს, რომ იმ დროს, როდესაც­ რეგიონებში სიდუხჭირეა, ისინი უსაქმურობისგან ისეთ უაზრო გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორიც არის ახმეტაში მეტროს გაყვანა და ჯიხურების განთავსების­ დაკანონება; სხვა ქალაქებში ცხოველების სექსუალური ურთიერთობის აკრძალვაზე ლაპარაკობენ, თურმე, მათ შორის სექსი ორ წლამდე და ექვსი წლის ზემოთ არ შეიძლება; წყალტუბოში ფრინველებისთვის ფრთებისა და ნისკარტის დაჭრას კრძალავენ... მათთვის მახათების გაგზავნა ცნობილი ქართული გამონათქვამის გამოძახილი იყო.

- რა გამოხმაურება მოჰყვა მას?
- წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ უხეში, მაგრამ უსარგებლო რეაგირება მოაყოლა. გავატარე...

- ცხოველების საჩივარი ხომ არ ყოფილა?
- ნახშირღელეში ბუღას ძროხასთან ძალით დაუმყარებია სექსუალური კონტაქ­ტი. იცოდა ძროხის ასაკი, ექვს წელზე მეტის რომ იყო, მაგრამ მაინც გააუპატიურა. ძროხას სარჩელი აქვს შეტანილი და მუშაობს ამ საკითხზე თერჯოლის სასამართლო.

- ახლა რა აქცია გაქვთ დაგეგმილი?
- ძალიან მალე ჩავატარებ აქციას ტუალეტებთან, უფრო სწორად, უტუალეტობასთან დაკავშირებით. ყველა ქალაქში კატასტროფაა. ტურისტს თავი დავანებოთ, ჩვენც არ ვიცით, რა ვქნათ. თბილისში რომ ჩამოვდივარ, ხან ერთ კაფეში შევდივარ, ხან - მეორეში. ჯერ ყავას ან წყალს ვუკვეთ - აბა, მაშინვე ტუალეტს ხომ არ დავეტაკები.

- ერთხელ აღნიშნეთ, მთელი სტუდენტობა პლანის მოწევაში მაქვს გატარებულიო. ამ სიტყვებით დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით თქვენი პოზიციის გამოხატვას ლამობდით?
- ჩემს დროს უფრო ქეიფი და ღვინის სმა იყო, მაგრამ ხანდახან მომიწევია კიდეც. დეკრიმინალიზაციის საკითხს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ აკრძალვას და დასჯას არასდროს მოაქვს ის შედეგი, რაც გვინდა.

- 10 წლის მერე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი და საქართველო?
- 10 წლის შემდეგ არც ჩალა მექნება მისატანი სასამართლოში, არც - კუბო პარლამენტში, არც - მახათები გასაგზავნი... უკეთესი ცხოვრება გვექნება. 65 წლის ვიქნები. ვიცხოვრებ პენსიით და მოვუვლი შვილიშვილებს.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები