"კომფორტული დასვენება მიყვარს" - სად აპირებენ დასვენებას ქართველი პოლიტიკოსები?
"კომფორტული დასვენება მიყვარს" - სად აპირებენ დასვენებას ქართველი პოლიტიკოსები?
"საბჭოთა კავშირის დროს ყირიმში ვარ რამდენჯერმე ნამყოფი. კარგი იყო და სიამოვნებით დავისვენებდი თავისუფალი რომ იყოს"

ზაფხულში დასვენება და განტვირთვა ყველა ადამიანისთვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, დაძაბული სამუშაო გრაფიკისა თუ სხვა პრობლემების გამო ბევრი ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას. აღმოჩნდა, რომ მათ რიცხვს მიეკუთნებიან პოლიტიკოსებიც.
kvirispalitra.ge დაინტერესდა, სად აპირებენ ქართველი პოლიტიკოსები დასვენებას და როგორ შვებულებას ანიჭებენ უპირატესობას.

რომან კაკულია, "ქართული ოცნების" წევრი: "სახლი მაქვს წოწორეთში და მანდ ჩავალ. ესა წელს ჩემი დასვენება. საერთოდ კი
მთაც და ზღვაც ძალიან მიყვარს, ორივეგან დიდი სიამოვნებით ვისვენებ, მაგრამ ვფიქრობ მთა მაინც ჩემია".

ზაზა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: "საგურამოში ვცხოვრობ და დასასვენებლად იქ ჩავალ. სხვაგან ვერსად ვახერხებ წასვლას, რადგა სამუშაო გრაფიკი არ მაძლევს ამის საშუალებას".

თინა ბოკუჩავა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "მე სამწუხაროდ ვერსად ვერ
ვახერხებ წელს დასვენებას. ჩემი ოჯახი კი თბილისთან ახლოს ისვენებს და მეც ავივლი ხოლმე ბავშვის სანახავად. საერთოდ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს და შესაბამისად არ დავკონკრეტები, სად ისვენებს ჩემი ოჯახი".

ენძელა მაჭავარიანი, "ქართული ოცნების" წევრი: "დასვენების შესაძლებლობა თუ მექნება დავისვენებ ჩემს სოფელში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში. საერთოდ კომფორტული დასვენება მიყვარს და სადაც არის ამის საშუალება ყველგან დავისვენებდი. განსაკუთრებით მიყვარს ადგილები, სადაც ზღვის და მთის კომბინაციაა, მაგალითად შეკვეთილში.
საზღვაგარეთ სკოლაში რომ დავიოდი მაშინ ვისვენებდი. საბჭოთა კავშირის დროს ყირიმში ვარ რამდენჯერმე ნამყოფი. კარგი იყო და სიამოვნებით დავისვენებდი თავისუფალი, რომ იყოს.
ჩემი სურვილი და შესაძლებლობები ამ შემთხვევაში ემთხევა იმას, რომ ვისვენებ საქართველოში".

რომან გოცირიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი: "ჯერ არ ვიცი. წინა საარჩევნო კამპანია დაიწყო უკვე და არა მგონია, სადმე წასვლა მოვახერხო, მაგრამ დრო თუ გამოვნახე ბათუმში ჩავალ ან ბორჯომში".

ბექა ნაცვლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: "არ ვიცი, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, რადგან ჯერ ჩემს მეუღლესაც არ სცალია. ხოლო თუ მოვახერხებთ შვებულების აღებას, ბავშვებს ალბათ ურეკში ზღვაზე წავიყვანთ".

გია ვოლსკი, "ქართული ოცნების" წევრი: "ჯერ არ ვიცი სად დავისვენებ. ზოგადად კი მთაც მიყვარს და ზღვაც - გეოლეგების ოჯახში გავიზარდე".

თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)

antibneleti
10 აგვისტო 2018 12:32
ნამეტანი დაღლილები მყავხართ!
TRUMP
10 აგვისტო 2018 12:10
რამ დაღალა ეს არაფლის მაქნისები ?
manana
10 აგვისტო 2018 11:48
როგორ დაღლილები ხართ ნაცებიც და ქოცებიც,ნამდვილად გჭირდებათ დასვენება.თქვენ უნდა აიღოთ თოხი და ყანაში წახვიდეთ გასათოხნად თუ ბოდნავ მაინც შეგტკივათგული ხალხზე.ბრტყელ-ბრტყელი დაპირებები კი გაქვთ სანამ პარლამენტში შეძვრებით,მერე კი გავიწყდებათ თქვენი ამომრჩეველი,რომლებთანაც კარდა-კარ დადიხართ მათხოვრებივით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?