"მიშამ ვერიკოს სახლი იმ ადგილას აუშენა, სადაც პირველად აკოცა"
"მიშამ ვერიკოს სახლი იმ ადგილას აუშენა, სადაც პირველად აკოცა"
"ოთარაანთ ქვრივი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "გიორგი სააკაძე", "არსენა" "საბა", "ხაბარდა", "უკანასკნელი მასკარადი" - ეს მიხეილ ჭიაურელის მიერ გადაღებული ფილმების არასრული ჩამონათვალია. "მუსკომედიის ფუძემდებელი", "ქართული და მსოფლიო კინოს განმავითარებელი", "ეპოქალური ფილმების ავტორი" - ასე მოიხსენიებენ კინომცოდნეები კინორეჟისორს, მოქანდაკესა და მხატვარს, ვისაც ამჯერად მეუღლესთან, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელ, მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად მათივე შვილიშვილი, ასევე რეჟისორი (ოთხი მხატვრული და 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორი), არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზისა და დიპლომის
მფლობელი, მიხეილ ჭიაურელი უმცროსი გაიხსენებს...


გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული მისი ინტერვიუდან:

"ბაბუა არაჩვეულებრივად ხატავდა, ძერწავდა. როცა თავის სახელოსნოში მუშაობდა, ფანქარს მაძლევდა და ბოთლს ან ჭიქას ვხატავდი. "აუცილებლად რაიმე სპეციალობა უნდა შეისწავლო. ამის შემდეგ კი შეგიძლია ხელოვნებაში წახვიდე. საშუალო დონის ინჟინერი თუ იქნები, შემოსავალი
მაინც გექნება, საშუალო დონის ხელოვანი კი არაფერს ნიშნავს" - მარიგებდა უკვე წამოზრდილს ბაბუა. დავუჯერე და ჯერ მექანიზაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მერე სამხატვრო აკადემიაში, ბოლოს კი მოსკოვში უმაღლეს ორწლიან სარეჟისორო და სასცენარო კურსებზე სასწავლებლად გავემგზავრე..."

"მას და ვერიკოს განსხვავებული სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ. მიშა მემწვანილის შვილი იყო, ვერიკო კი არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და სხვათა შორის, მშობლების მხრიდან არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ვერიკოს ხშირად ავიწროებდნენ კომუნისტები სწორედ მისი წარმომავლობის გამო. ვერიკო ცოტა მკაცრი იყო. დამსვამდა და მიყვებოდა საინტერესო ამბებს. მათ შორის, პირადსაც. გრძნობდა, რომ მასთან საუბარი მსიამოვნებდა. ეს სახლი აკადემიასავით იყო. თუ ვერიკო შინ არ იყო, მიშა ზრუნავდა მასზე. "ვერიკოს ეს სჭირდება, ეს დაახვედრეთ", - ამბობდა. თუ მიშა არ იყო შინ, ვერიკო ზრუნავდა მეუღლეზე. აკონტროლებდა, რომ მისთვის კარგი სადილი დაეხვედრებინათ, კომფორტი შეექმნათ. მიშას თევზი და წითელი ღვინო უყვარდა. სახლში მოახლე ჰყავდათ, მაგრამ ვერიკო ხშირად თვითონ გვიდა, ალაგებდა. სხვათა შორის, სოფიკომ ყველაფერი დედისგან ისწავლა. ერთ კაბას ათჯერ, ოცჯერ გადააკეთებდა და გეგონებოდა, ახალი შეძენილი ჰქონდა...."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 9 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ...



შორენა ლაბაძე

alexsi
10 აგვისტო 2018 15:09
ბაბუ, თურქული ბაბადან არის შემოსული ქართულ ენაში. თურქულია ათა-ბაბა. ქართულად არის მამა-პაპა.
SS
10 აგვისტო 2018 10:40
პაპა უნდა იყოს იმიტომ, რომ ბაბოა არის თქვენი (კუთხური) გამოთქმა. ეგრე შეგიძლიათ თქვენ სოფელში ილაპარაკოთ. ლიტერატურულად და ნამდვილი ქართულით უნდა იყოს პაპა!!! გასაგებლარია?
მანანა
10 აგვისტო 2018 09:44
დაიღუპება საქართველოს შვილები

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?