ვინ არის ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა და საქართველოში შთამომავლები ჩამოიყვანა
ვინ არის ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა და საქართველოში შთამომავლები ჩამოიყვანა


ცოტა ხნის წინ ერთ ქარ­თველ ემიგ­რანტზე - პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძე­ზე გი­ამ­ბეთ, რო­მე­ლიც 1913 წელს, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, 14 წლის ასაკ­ში რა­ჭი­დან ამე­რი­კა­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც წლე­ბის შემ­დეგ პი­ტერ ჩიგ­ლო გახ­და. მას მერე სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა აღარ უნა­ხავს, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მწა­რედ გა­ნიც­დი­და. მან ამე­რი­კელ ქალ­ბა­ტონ­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც 10 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

ახლა სწო­რედ ამ თე­მას ვაგ­რძე­ლებთ და გი­ამ­ბობთ ქალ­ზე, რო­მელ­მაც მა­მამ­თი­ლის­თვის - პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი მო­ნა­გა­რით - შვი­ლე­ბით და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად
ჩა­ვი­დო­და, უკვე მე­სა­მედ შე­ას­რუ­ლა. ბარ­ბა­რა დოდსო­ნი ახ­ლაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შვი­ლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. AMBEBI.GE მათ ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით შეხ­ვდა და უკვე მათ­გან მო­ვის­მი­ნეთ ის­ტო­რია, რომ­ლი­თაც ცოტა ხნის წინ და­ვინ­ტე­რეს­დით და რომ­ლის გარ­შე­მოც ბევ­რი კი­თხვა გაგ­ვიჩ­ნდა. ქალ­ბა­ტონ­მა ბარ­ბა­რამ ყვე­ლა
კი­თხვას გულ­წრფე­ლად, ხა­ლი­სი­თა და ემო­ცი­უ­რად - ცრემ­ლე­ბი­თაც კი უპა­სუ­ხა.


ბარ­ბა­რას თქმით, მისი მა­მამ­თი­ლის - პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძის ის­ტო­რია ამე­რი­კა­ში ასე და­წყე­ბუ­ლა: მშობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლია, რის გა­მოც, რა­ჭა­ში ვე­ღარ გა­ჩერ­და და ამე­რი­კა­ში ბი­ძაშ­ვილ­თან ერ­თად, 14 წლი­სა წა­ვი­და. თა­ვი­დან ალას­კა­ზე, ოქ­როს სა­ბა­დო­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი გა­უც­ნია და მათ­თან ერ­თად სი­ეტ­ლში წა­სუ­ლა. იქ კა­ზი­ნო­ში თა­მა­შობ­და და მო­გე­ბუ­ლი თან­ხით ცხოვ­რობ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე ყო­ფი­ლა... მერე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში და­უ­წყია მუ­შა­ო­ბა და ამის­თვის მი­ნე­სო­ტა­ში გა­და­სუ­ლა, სა­დაც მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე გა­იც­ნო. განაგრძეთ კითხვა


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?