ვინ არის ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა და საქართველოში შთამომავლები ჩამოიყვანა - კვირის პალიტრა

ვინ არის ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა და საქართველოში შთამომავლები ჩამოიყვანა

ცოტა ხნის წინ ერთ ქართველ ემიგრანტზე - პართენ ჩიკვილაძეზე გიამბეთ, რომელიც 1913 წელს, სრულიად ახალგაზრდა, 14 წლის ასაკში რაჭიდან ამერიკაში აღმოჩნდა, სადაც წლების შემდეგ პიტერ ჩიგლო გახდა. მას მერე საკუთარი ქვეყანა აღარ უნახავს, რასაც მთელი ცხოვრება მწარედ განიცდიდა. მან ამერიკელ ქალბატონზე იქორწინა, რომელთანაც 10 შვილი შეეძინა.

ახლა სწორედ ამ თემას ვაგრძელებთ და გიამბობთ ქალზე, რომელმაც მამამთილისთვის - პართენ ჩიკვილაძისთვის მიცემული პირობა, რომ საქართველოში თავისი მონაგარით - შვილებით და შვილიშვილებით აუცილებლად ჩავიდოდა, უკვე მესამედ შეასრულა. ბარბარა დოდსონი ახლაც საქართველოში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად იმყოფება. AMBEBI.GE მათ ქართველი ნათესავების დახმარებით შეხვდა და უკვე მათგან მოვისმინეთ ისტორია, რომლითაც ცოტა ხნის წინ დავინტერესდით და რომლის გარშემოც ბევრი კითხვა გაგვიჩნდა. ქალბატონმა ბარბარამ ყველა კითხვას გულწრფელად, ხალისითა და ემოციურად - ცრემლებითაც კი უპასუხა.

ბარბარას თქმით, მისი მამამთილის - პართენ ჩიკვილაძის ისტორია ამერიკაში ასე დაწყებულა: მშობლები გარდაცვლია, რის გამოც, რაჭაში ვეღარ გაჩერდა და ამერიკაში ბიძაშვილთან ერთად, 14 წლისა წავიდა. თავიდან ალასკაზე, ოქროს საბადოში მუშაობდა, სადაც ქართველები გაუცნია და მათთან ერთად სიეტლში წასულა. იქ კაზინოში თამაშობდა და მოგებული თანხით ცხოვრობდა, წარმატებული მოთამაშე ყოფილა... მერე სამშენებლო კომპანიაში დაუწყია მუშაობა და ამისთვის მინესოტაში გადასულა, სადაც მომავალი მეუღლე გაიცნო. განაგრძეთ კითხვა