აბაშის ორი სოფლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
აბაშის ორი სოფლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბაშაში, მდინარე აბაშისწყლის ადიდებამ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა, ამიტომ სოფლებიდან წყემსა და ზანათი 25 ოჯახის ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"აბაშაში, მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებში - წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას - ორივე სოფლიდან
25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება. ადგილზე მუშაობს 50 მეხანძრე-მაშველი. ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?