ფოთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა - კვირის პალიტრა

ფოთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ფოთში, მშვიდობის ქუჩის ბოლოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, იგი რუსი ტურისტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მალთაყვაში ზღვაში დაიხრჩო. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

9 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში მაშველების გაფრთხილების მიუხედავად საბანაოდ მაინც შევიდა და დაიხრჩო. მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ქალი კი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.