"ბარსელონაში დავიბადე, ბაბუის მონაყოლით გავი­ცანი ჩემი საქართველო" - "ინსტაგრამის" ქართველი ვარსკვლავი
"ბარსელონაში დავიბადე, ბაბუის მონაყოლით გავი­ცანი ჩემი საქართველო" - "ინსტაგრამის" ქართველი ვარსკვლავი

სოციალურ ქსელში გოგონას პოსტს წავაწყდი - ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევდა რეკლამას და უამრავი კომენტარის ავტორები რჩევას ეკითხებოდნენ. პალომა­ ანასტასია მიქაძე სოციალური ქსელის ინსტაგრამის ვარსკვლავია, მის გვერდს ასეულობით გამომწერი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მოდა, ინტერიერის დიზაინი და ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს ის თემებია, რის შესახებაც პალომა თავისი გვერდის გამომწერებს უამბობს.­ როგორ გახდა პოპულარული, ბარსელონიდან პალომა ანასტასია­ მიქაძე­ გვიამბობს.

- თქვენი ინსტაგრამის გვერდს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი გამომ­წერებიც ჰყავს, თუმცა
ქართველებს, ალბათ, აინტერესებთ, ვინ არის პალომა ანასტასია მიქაძე და როგორ მოხვდა ის ბარსელონაში?

- მეამბოხე ვარ, არასდ­როს მივყვები სტერეოტიპებს, ვცხოვრობ ჩემი წესებით და არ ვარ დამოკიდებული სხვ­ების აზრზე. ბ
არსელონაში გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე, მოდის დიზაინი­ კი მილანსა და ლონდონში­ შევისწავლე
. საინტერესოა იმ ადამიანების­ ცხოვრება, ვინც არ ერგება კონკრეტულ მოცემულობას ცხოვრებაში და სხვადასხვა საქმეს ჰკიდებს ხელს, მზად არის ცვლილებებისთვის და ღიმილით ხვდება გამო­წვევებს. ასეთი ვარ მეც - ერთ დღეს შ­ეიძლება დიზაინით ვიყო დაკავებული, მეორე დღეს ჩემი ბლოგისა და ინსტაგ­რამის კონტენტზე ვმუშაობდე, შემდეგ ფოტოგადაღებებით დავინტერესდე და ა.შ.

- თქვენი ოჯახი დიდი ხნის წინ წავიდა­ ემიგრაციაში, ქართულად თუ საუბრობთ?
- მე ვარ უმცროსი ოთხ დედმამიშვილს შორის. ჩემმა მშობლებმა საქართველო 1991 წელს უკეთესი ცხოვრების ძიების სურვილით დატოვეს. ყოველთვის უნდოდათ დაბრუნება, მაგრამ შემდეგ­ ბარსელონაში დაფუძნდნენ და 1993 წელს მეც გავჩნდი. ბაბუის მონაყოლით გავი­ცანი ჩემი საქართველო. ბაბუა ჭიათურიდან იყო და მისგან გადმომეცა სიყვარული საქართველოს უნიკალური ისტორიისა­ და ბუნების­ადმი. მიყვარს საქართველო, ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი. ბოლოს მოდის კვირეულზე 2017 წელს ჩამოვედი. ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერები და სიამოვნებით შევიტან წვლილს ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებაში ჩემი ბლოგის საშუალებით. სამწუხაროდ, ქართულად არ ვსაუბრობ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ვისწავლო, მესმის სიტყვების მნიშვნელობა, რადგან მშობლები ქართულად საუბრობენ სახლში.

- თქვენი ბლოგი უმეტესად ქალებისთვისაა, ხშირად აძლევთ მათ რჩევებს...
- ჯანსაღი ცხოვრების წესი ბედნიერების საწყისია. ქალები ძლიერები ვართ, რადგან გვაქვს უნარი, ახალი ადამიანი­ მოვავლინოთ ქვეყანას. ჩემი მშობლები მასწავლიდნენ, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, ძლიერი და არ დავნებებულიყავი. როდესაც ჯანსაღად იკვებებით და ვარჯიშობთ, თქვენი გონება უფრო ძლიერი და დაუზარელი ხდება. დედაჩემი 50 წლისაა, მაგრამ ჩემი და გეგონებათ. ჭამს ზომიერად, ვარჯიშობს კვირაში სამჯერ და მუშაობს. ის ჩემთვის სამაგალ­ითო ქალია.­ ჩემს გვერდს ბევრი გამომწერი ჰყავს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველაზე პოპულარული თემებია: მოდა, ფიტნესი და ინსპირაცია.

ბავშვობიდან მივდევ სპორტს. მხოლოდ დიეტა­ არ არის ეფექტური, აუცი­ლებელია­ ვარჯიში. ვეგეტარიანელი ვარ, მაგრამ ზოგჯერ თევზსაც მივირთმევ. ჩემი რაციონი მარტივი კერძები­სგან შედგება­, ბოსტნეული, კარტოფილი, ბრინჯი და ა.შ. ჩემი მთავარი რჩევაა - დალიეთ ბევრი წყალი მთელი დღის განმავლობაში.

დღესასწაულებზე ყოველთვის ვამზადებთ ქართულ კერძებს, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ასეთ დროს არ არსებობს წესები და დიეტა, გემრიელად მივირთმევთ! ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური, ხინკალი (ყველით), ნიგვზიანი ბადრიჯანი.

- გეგმებზე რას გვეტყვით?
- მინდა ყველას გავაცნო, თუ რას სთავაზობს საქართველო მსოფლიო მოდის ინდუსტრიას, დანარჩენს სიურპრიზად დავტოვებ. ძალიან მომწონს, როდესაც ჩემი გვერდის გამომწერებს შორის ქართველების კომენტარები მხვდება.


ნინო წიფურია
Boris
22 აგვისტო 2018 21:20
20 ათასი გამომწერით უკვე ვარსკვლავიაა? აბა ჩემს ბიჭს 216 ათსი ყავს, ესეიგი სუპერვარსკვლავია!
:(
22 აგვისტო 2018 19:59
ჩვეულებრივი ამბავია რა ქართული რომ არ ეკერკება,ეს ხომ ქართველების სენია!!!
უცხოეთიში დაბადებულმა დედით ქართველმა ბავშვებმაც არ იციან ქართული
sara
22 აგვისტო 2018 08:17
mshoblebi qartulad saubroben da shvilma qartuli ar icis? tu qartulad saubroben bavshvma rogor ver iscavla qartuli. chemi shvilebic evropashi daibadnen magram pirveli ena qartuli iscavles. mshobliuri enos ar codna mshoblebis danashaulia, raga gviklia gadajishebas.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები