"გიოს გარეშე იმდენ სირთულეს წავაწყდი, მივხვდი, ცხოვრება არ მცოდნია..." - კვირის პალიტრა

"გიოს გარეშე იმდენ სირთულეს წავაწყდი, მივხვდი, ცხოვრება არ მცოდნია..."

ცოტა ხნის წინ მომღერალ გიო ხუციშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა... თბილი, მოსიყვარულე, ენერგიული და დიდი იუმორის მქონე ადამიანის ნაადრევმა წასვლამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. ბუნებით ოპტიმისტი გიო მძიმე დაავადებასაც იმედიანად ებრძოდა. სჯეროდა, სერიოზულ პრობლემას დაამარცხებდა, თუმცა ეს იმედი ამაო აღმოჩნდა.

როგორ ცხოვრობს დღეს გიო ხუციშვილის ოჯახი და როგორ იხსენებს მას მეუღლე - ამაზე მუსიკოსი მაია ჯორჯაძე AMBEBI.GE-სთვის ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში გიამბობთ:

- მაია, როგორ გადის დღეები გიოს გარეშე?

- ყველამ იცის, რომ ერთმანეთთან 24-საათიანი ურთიერთობა გვქონდა, არ ვიყავით შორს ერთმანეთისგან. მისი წასვლით კედელი ჩამომეშალა... სხვა რა ვთქვა?! გიოს გარეშე უკვე იმდენ სირთულეს წავაწყდი, მივხვდი, ცხოვრება არ მცოდნია, მე ცხოვრების სირთულეები არ შემხებია. ის ყველაფერს ჩვენი (ჩემი და ზუკას) გვერდის ავლით აგვარებდა. ესეც რომ არ იყოს, გიოს გარეშე ყოფნა მე და ზუკას ძალიან გვიჭირს, ვერ ვეგუებით და სულ ველოდები, სულ მგონია, რომ მოვა...

- როდესაც მძიმე დაავადების შესახებ გაიგო, რომელთანაც შემდეგ ბრძოლა მოუწია, როგორ შეხვდა მას? როგორი იყო თქვენი ცხოვრება იმ პერიოდში?

- აქეთ გვაწყნარებდა და მეც მჯეროდა მისი, როგორც ყოველთვის. "არ არის პრობლემა, მაია, შენ არ ინერვიულო" - მეუბნებოდა. მთელი თავისი ცხოვრება ხომ სულ ამ ფრაზას მეუბნებოდა - "შენ არაფერზე ინერვიულო..." ასე იყო იმ დროსაც, დიაგნოზის გაგებიდან - პირველივე დღეს მამშვიდებდა. ხომ ვამბობ, თვითონ ისე იყო განწყობილი, რომ მეც მჯეროდა, მართლა მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვიცოდი... ვერ ვუშვებდი, რომ ეს საშინელება მოხდებოდა...

- გიოს ვარსკვლავის გახსნა მის ცხოვრებაში საოცარი დღე იყო - მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გვირგვინი...

- თუ დამიჯერებთ, ეგ დღე არ მახსოვს, თითქოს მეხსიერებიდან ამოვარდნილია... ჩემზე იყო მონდობილი გიოს გამაგრება, დანარჩენი ბაკურ ბაკურაძემ და დათო ოქიტაშვილმა გააკეთეს, რისთისაც დიდი მადლობა მათ! ასევე მომღერლებს, რომლებმაც იმ დღეს თავის თავზე ბევრი რამ აიღეს. არაფერში ჩავრეულვარ. ის კი არა, ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ როდესაც ბაკურ ბაკურაძე კონცერტის დასაგეგმად მოვიდა, გიოს სიმღერები ვერ გავიხსენე. ადამიანმა, რომელიც ამ ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი... განაგრძეთ კითხვა

"გიო ხუციშვილი ვიყავი, მამაჩემის შვილი და ვიცოდი, უკადრისი არაფერი უნდა ჩამედინა"

გიო ხუციშვილის აქამდე უცნობი ფოტოები