"ბავშვი ლა­მის კი­სერ­ში გა­და­ტე­ხა" - რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან ბაღის აღმზრდელი? - კვირის პალიტრა

"ბავშვი ლა­მის კი­სერ­ში გა­და­ტე­ხა" - რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან ბაღის აღმზრდელი?

ბაღის აღმზრდელი, რომელიც "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეოში 8 თვის ბავშვს უხეშად ეპყრობა, სამსახურიდან გათავისუფლებულია. ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ კადრები თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საბავშვო ბაღ "პირველ ნაბიჯშია" გადაღებული. ბავშვი კი, რომელსაც ძიძა უხეშად აჯანჯღარებს, მისი 8 თვის დისშვილია.

"ქვედა ეკრანზე თქვენ ხედავთ ჩემს დისშვილს, რომელიც არის 8 თვის... მივიყვანეთ ბაგა ბაღში გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომელიც მდებარეობს თბილისში, დიდ დიღომში. ელენიკოს ექცევა "ამღზრდელი" უკანასკნელად, ბავშვს იმხელაზე გადააგდებინა თავი უკან, ლამის კისერში გადატეხა. რა უნდა დაგიშავოს 8 თვის ბავშვმა, გამაგებინეთ, რომ ასე მოექცეს "ადამიანი", - წერს პოსტის ავტორი. გაგრძელება