"გა­ვოც­დი, რა­ტომ­ღა უნდოდათ მშობლებს, ბავშვი ასე­თი მო­ძა­ლა­დე ძი­ძის ხელ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო" - ახალი დეტალები ბაღში მომხდარ შემთხვევაზე - კვირის პალიტრა

"გა­ვოც­დი, რა­ტომ­ღა უნდოდათ მშობლებს, ბავშვი ასე­თი მო­ძა­ლა­დე ძი­ძის ხელ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო" - ახალი დეტალები ბაღში მომხდარ შემთხვევაზე

დიდ დიღომში, საბავშვო ბაღ "პირველ ნაბიჯში" მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბაღში მომხდარი ინციდენტის კადრები, რომელზეც ასახულია როგორ ანჯღრევს ძიძა რვა თვის ბავშვს, სოციალურ ქსელში ჩვილის ოჯახმა გაავრცელა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ძიძა, რომელიც უხეშად ეპყრობა ბავშვს, ხათუნა ფაილოძეა და მას ბავშვებთან აღმზრდელობითი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ინციდენტთან დაკავშირებით, AMBEBI.GE ბაღის გამგეს დიანა კიკნაძეს ესაუბრა:

"ელენე გ-ს მშობელმა მოგვმართა თხოვნით, რომ მიგვეღო 8 თვის ბავშვი. ვინაიდან აგვისტოს თვეში ბაღის ძირითადი პერსონალი შვებულებაშია და პატარა ასაკის გამო ბავშვს სპეციფიკური მოვლა-ყურადღება ესაჭიროებოდა, ამის გამო, 5 აგვისტოს, 1 თვით თანამშრომლად ავიყვანეთ ძიძა – ხათუნა ფაილოძე. მას რეზიუმეში ეწერა, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ოჯახებში კონკრეტული ასაკის ბავშვებთან, ჩვენც ნდობა გამოვუცხადეთ და მივამაგრეთ ბავშვი.

ბაღში გვაქვს ვიდეოკამერები და როგორც თანამშრომლებს, ასევე მშობლებს საშუალება ეძლევათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ მათ შვილებს. როგორც კი მშობელმა ადმინისტრაციას აცნობა ძალადობის ფაქტის შესახებ, მაშინვე მივიღეთ სათანადო ზომები - 3 დღის მოსული ძიძა გავათავისუფლეთ სამსახურიდან, მშობელს კი საშუალება მივეცით, ამოეღო ვიდეოჩანაწერი და მიეღო სათანადო ზომები იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც ჰქონდათ პრეტენზია" - ამბობს დიანა კიკნაძე და დასძენს, რომ ბაღში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა მსგავსი შემთხვევა არასოდეს ჰქონია.

ბაღის გამგის თქმით, კანონი არ ავალდებულებს, საბავშვო ბაღში ვიდეოკამერები იყოს დამონტაჟებული, თუმცა ისინი საკუთარი სურვილით დაამონტაჟეს, რათა მუშაობის პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო. კიკნაძე ამბობს, რომ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, დაზარალებულის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე იყო:

"შემთხვევის შემდეგ, ბავშვის მშობლებთან მქონდა მუდმივი კონტაქტი, ჩვენ დავთქვით შეხვედრა, შვებულებიდან გავედი და დავბრუნდი თბილისში. მაინტერესებდა რას აპირებდნენ. მათ შეხვედრა არ ისურვეს, რის შემდეგაც დავურეკე ბავშვის დედას, რომელმაც ამიხსნა, რომ იმ მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იყო, აღარ სურდათ ამ თემაზე საუბარი და ჯერ არ იცოდნენ, რას მოიმოქმედებდნენ. გაგრძელება