54 წლის ქალი საავადმყოფოდან გაწერიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა თუ ექიმის დაუდევრობა? - კვირის პალიტრა

54 წლის ქალი საავადმყოფოდან გაწერიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა თუ ექიმის დაუდევრობა?

54 წლის ნანა შალვაშვილი საავადმყოფოდან გაწერიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა დაზარალებული ოჯახი მომხდარში მკურნალ ექიმს ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს. თავად ექიმი კი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მომხდარზე წუხს.

ნანა შალვაშვილი N1 კლინიკური საავადმყოფოს (არამიანცი) ნევროლოგიის განყოფილებაში 8 აგვისტოს გულისრევის შეგრძნებით და თაბრუსხვევით მიიყვანეს. კლინიკაში მას ანემიის დიაგნოზი დაუსვეს და შესაბამისი მკურნალობაც დაუნიშნეს. პაციენტი კლინიკაში მკურნალობას 4 დღის განმავლობაში გადიოდა მეხუთე დღეს კი შესაბამისი დანიშნულებით სახლში გაწერეს. თუმცა, 12 აგვისტო პაციენტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - სახლში მისვლიდან ნახევარ საათში, ნანა შალვაშვილი მოულოდნელად გაითიშა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის მეუღლე დავით შალვაშვილი ესაუბრა:

"ჩემს მეუღლეს ოთხშაბათს დილით გულის რევის შეგრძნება და თაბრუსხვევა დაემართა. გამოვიძახეთ სასწრაფო, რომლებმაც საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. განაგრძეთ კითხვა