ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული დაშავდა - კვირის პალიტრა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ბარათაშვილის ქუჩაზე ორი მსუბუქი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა, ერთ-ერთ ავტომობილს ორსული მართავდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"