ვისი ინიციატივით განთავსდა ზუგდიდის ბულვარში ქუჩის ფორტეპიანო? - კვირის პალიტრა

ვისი ინიციატივით განთავსდა ზუგდიდის ბულვარში ქუჩის ფორტეპიანო?

ზუგდიდის ბულვარში ქუჩის ფორტეპიანო განთავსდა, რომელზეც დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ქუჩის ფორტეპიანო ზუგდიდში "შენი იდეა მერს" პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის, მერაბ ოკუჯავას ინიციატივით დაიდგა.

"თბილისის შემდეგ "შენი იდეა მერს"  ზუგდიდში ლაშა გოგიას ინიციატივით დაინერგა და მისი მიზანი ქალაქის განვითარებაში საზოგადოების აქტიური ჩართვაა. ბულვარში სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატებიცაა გამოფენილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"