"ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა" - ვინ არის 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა" - ვინ არის 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ერთი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. 24 წლის ანა ენდელაძეს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ველოსიპდით სეირნობდა. შემთხვევა ქუთაისში, ორი კვირის წინ მოხდა. ამ დროის განმავლობაში გოგონა საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა დღეს დილით გარდაიცვალა.

"შემთხვევის დღეს, დილით ანას დედისთვის უთქვამს, რომ ველოსიპედით სეირნობას აპირებდა. დედას ალბათ გული უგრძნობდა, რომ ასეთი საშინელება მოხდებოდა, არ წახვიდეო, უთქვამს. თუმცა ანა მაინც გავიდა. 2 აგვისტოს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა და ორი კვირა იქ იმყოფებოდა. დღეს დილით გარდაიცვალა... ასეთი საშინელება მოხდა" - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბრისას გარდაცვლილი გოგონას ახლობელი. განაგრძეთ კითხვა