როგორი ამინდი იქნება საქართველოში 15-17 აგვისტოს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 15-17 აგვისტოს

უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

სინოპტიკოსი აცხადებს, რომ 17 აგვისტომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე წვიმა.

რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია 30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, 17 აგვისტოს, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 32-33 გრადუსს მიაღწიოს.

მისივე თქმით, 18 აგვისტოდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.