"ავარიამდე შეყვარებულს შეხვდა, ცოლის მოყვანას გეგმავდა..." - თბილისში ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ავარიამდე შეყვარებულს შეხვდა, ცოლის მოყვანას გეგმავდა..." - თბილისში ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

21 წლის ალეკო ჯაჭვლიანი ავარიას ემსხვერპლა. შემთხვევა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც 20 წლის გოგონა მართავდა.

დაშავებული სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა ჯაჭვლიანის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახლობლების თქმით, ალეკო სწავლის პარალელურად სხვადასხვა ადგილას მუშაობდა და უკეთეს მომავალზე ოცნებობდა. ავარიამდე შეყვარებულს შეხვდა, ცოლის მოყვანას გეგმავდა... თუმცა მოულოდნელად დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა დაეჯახა... გაგრძელება