კლუბ "ბორჯომის" 24 წლის ფეხბურთელი ავარიის შედეგად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

კლუბ "ბორჯომის" 24 წლის ფეხბურთელი ავარიის შედეგად გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ "ბორჯომის" ფეხბურთელი თედო კაკულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი მოტოციკლით მოძრაობისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

კაკულიას თბილისის "დინამოში," რუსთავის "მეტალურგში," ფოთის "კოლხეთსა" და გორის "დილაში" უთამაშია. ის ასევე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო.

"ინტერპრესნიუსი"