"ერთგული კაცები არ არსებობენ" - კვირის პალიტრა

"ერთგული კაცები არ არსებობენ"

"გუგასთვის სანთლით არ მიდევნია - ალბათ, გიჟური გადახვევები მასაც ჰქონდა" "კარგად ნავარჯიშები ქალი, ყველა შემთხვევაში, გვიან დაბერდება"

მართალია, სატელევიზიო სეზონი დასრულდა, მაგრამ ტელეწამყვანი - ნინო ნადირაძე-კუზანოვა კვლავ დატვირთული რეჟიმით მუშაობს. ის ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი გახლავთ და დასვენების ნაცვლად, ზაფხულის დღეებს საპასუხისმგებლო საქმეების მოგვარებას უთმობს... მიუხედავად ამისა, ინტერვიუსთვის დრო მაინც გამოძებნა. ნინო ნადირაძე-კუზანოვა გულახდილად გვესაუბრა საქმეზე, შვილებზე, ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისულ პერიოდებზე, ყოველდღიურ საზრუნავზე...

- ცოლქმრულ თანაცხოვრებაში კრიზისული პერიოდები თუ გქონიათ? - რა თქმა უნდა. დამისახელეთ ოჯახი, სადაც ასეთი კრიზისები არ ყოფილა. მით უმეტეს, 25 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. როცა კრიზისია, ყოველთვის გუგა იხევს უკან. ფაქტობრივად, მისი კომპრომისების შედეგად მოვედით აქამდე, რადგან როდესაც ასეთ სიტუაციას ვაწყდები, ქვასავით მტკიცე და შეუპოვარი ვარ, უკან არასოდეს ვიხევ, "ჩემს ჩვენებას ვაწვები". ამიტომ მადლობა გუგას, რომ ამდენი წელია, მიძლებს.

- მის ერთგულებაში ეჭვი არასოდეს შეგპარვიათ? - რა ვიცი, ერთგული კაცები არ არსებობენ. გუგასთვის სანთლით არ მიდევნია - ალბათ, გიჟური გადახვევები მასაც ჰქონდა, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაზე არ ასახულა. მისგან ყოველთვის უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობ. გუგასგან სიყვარულის დეფიციტი არასოდეს მიგრძნია.

...

- ნინო, თქვენს ონლაინრეპუტაციას ყურადღებას აქცევთ? მაგალითად, რაკი საპასუხისმგებლო თანამდებობა გიკავიათ, ვთქვათ, სოციალურ ქსელში ისეთ ფოტოს არ აქვეყნებთ, სადაც ბიკინიში გამოწყობილი ხართ აღბეჭდილი? - ვინმემ ამიხსნას, რატომ არ უნდა ეცვას ბიკინი კლინიკის დირექტორს ან ხორვატიის პრეზიდენტი ზღვაში აბჯრით რატომ უნდა ცურავდეს? მეც ისეთივე ვარ, როგორიც ნებისმიერი სხვა. ხშირად ბევრი ცუდი საქმე ჰალსტუხიანი მამაკაცებისა და მკაცრად ჩაცმული ქალბატონების ხელით გაკეთებულა. ამიტომ ვფიქრობ, ადამიანი რაც უფრო ღიაა, არ თამაშობს, თავის ცხოვრებას არ მალავს, მით უფრო სანდოა.

- ფინანსების გარეშე, ასაკთან ბრძოლას როგორ შეძლებენ?

- იცი, რა? კარგად ნავარჯიშები ქალი, ყველა შემთხვევაში, გვიან დაბერდება, თან - როცა არ მაინტერესებს, სხვა ქალს რა აცვია, რა ახურავს, რა უკეთია, სხვისი ცხოვრებით არაა მოცული, კმაყოფილია იმით, რაც აქვს და განვითარებისთვის იბრძვის. აი, ასეთი ადამიანები ბერდებიან გვიან - ბოღმა კლავს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 16 აგვისტოს ნომერში

ეთო ყორღანაშვილი