ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი არე­ტა ფრანკლი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა - კვირის პალიტრა

ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი არე­ტა ფრანკლი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში  საკუთარ სახლში, დეტროიტში გარდაიცვალა. "სოულის დედოფალის"  შესახებ აღნიშნული ინფორმაცია მომღერლის პუბლიცისტმა გამოცემა Associated Press-ს დაუდასტურა.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ლეგენდარული მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის დეტროიტში მის მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა. ოჯახის წევრებმა NBC-ს განუცხადეს, რომ მომღერალი "უმძიმეს მდგომარეობაში" იყო.

არეტა ფრანკლინი 2011 წლიდან კიბოს ებრძოდა, მან ბოლო კონცერტი 2017 წელს გამართა, მას შემდეგ კი ექიმებმა ურჩიეს სიმღერისგან დაესვენა. განაგრძეთ კითხვა