"ტატა... ღმერთო, როგორ გავუძლოთ ამ განსაცდელს" - კვირის პალიტრა

"ტატა... ღმერთო, როგორ გავუძლოთ ამ განსაცდელს"

"ჩემი ანგელოზი... ჩემი ნათლული ტატა... ღმერთო, როგორ გავუძლოთ ამ განსაცდელს" - ასე გამოეხმაურა 9 წლის ტატა რევიშვილის ტრაგიკულად გარადაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში მოდელი ირინა ონაშვილი, რომელიც გოგონას ნათლია აღმოჩნდა.

მოგეხსენებათ,  თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში  მომხდარ უბედურ შემთხვევას ფეხბურთელი ნუკრი რევიშვილისა და მოდელი თიკო ჩხეიძის  9 წლის გოგონა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსების შეხებისას დენმა დაარტყა. აღნიშნულმა ფაქტმა სრულიად საქართველო შეძრა, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ნათესავებს შეეხო, ეს შემზარავი ამბავი.

გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.