"მართალია, ბევრი მეგობარი მყავს და ხანდახან - არც ერთი. მხოლოდ დედაა მარადიული მეგობარი" - რაზე წუხდა და ოცნებობდა გარდაცვლილი მსახიობი?
"მართალია, ბევრი მეგობარი მყავს და ხანდახან - არც ერთი. მხოლოდ დედაა მარადიული მეგობარი" - რაზე წუხდა და ოცნებობდა გარდაცვლილი მსახიობი?

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, თავდაპირველად ბევრს ისევ ბოროტი ხუმრობა ეგონა. რამდენიმე წლის წინ ამგავრი ცრუ ინფორმაცია ერთხელ უკვე გავრცელდა... სამწუხაროდ, ამჯერად ტრაგიკული შემთხვევა დადასტურდა, მსახიობი გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ჟურნალ „გზის“ არქივში მსახიობთან ჩაწერილი არაერთი ინტერვიუ ინახება. ერთ-ერთ საახალწლო მასალაში ზუზუს თურმე სანტასთვის
წერილის მიწერა სთხოვეს, აი, რა დაწერა მსახიობმა:

"არ ვიცი, როგორ დავიწყო, "ძვირფასო"? "ჩემო"? მოკლედ, ძვირფასოც და ჩემოც, კარგო, კეთილო სანტა, გაწუხებ? ალბათ - არა. მოკლედ, მე ვარ ზუზუ და ვარ ადამიანი და მსახიობი. მინდა გთხოვო, რომ არ დამავიწყო არც ის, რომ ვარ ადამიანი და შეახსენო
(მხოლოდ საინტერესო რეჟისორებს) ჩემი პროფესია. ასევე მინდა, ვიყო ჯანმრთელი ფიზიკურადაც და მორალურადაც. მოდი, სხვებისთვისაც გთხოვ... შევახსენოთ ხალხს, რომ ახალ წელს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგიდაზე რამდენი ჩაქაფული თუ "ხალადეცი" იქნება. მთავარია, თავსა და ტვინში რა გვექნება.
პ.ს. სანტუკა, ბაბუკა, აღარ შეგახსენე, პრინციპში ალბათ არ იცი, ნამდვილად არ იცი. მითხარი ერთი ბინის გასაღები როგორ დავიმსახურო? შენ თვითონ შეხედე, ამდენი სახლია საქართველოში და არც ერთი არ არის ჩემი.
მიყვარხარ! გილოცავ!“


ერთ-ერთ ინტერვიუში კი ზუზუს საკუთარ ასტოლოგიურ ნიშანზე საუბრობდა. ის დრაკონის წელში დაბადებული ტყუბი გახლდათ.

წლების წინ ასტროლოგია ნაკლებად მაინტერესებდა, არადა, გარშემო ბუმი იყო, ყველა ამ თემაზე ლაპარაკობდა. ცოტა ხნის წინ, ძველი ასტროლოგიური წიგნი ჩამივარდა ხელში და წავიკითხე თუ არა, ბევრი რამ მენიშნა. მეცნიერებაა და როგორ შეიძლება, არ დავიჯერო?

- "თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა". შეზღუდვები "კლავს", - წერია შენი ნიშნის დახასიათებაში. მართლა ასეა?
- აბა, რა! ხომ იცი, რომ ასეთი ვარ. თავისუფლების შეზღუდვა ჩემთვის იგივეა, რაც ციხეში წასვლა. შორს გაწერილი გეგმითაც არასდროს მიცხოვრია. მაქსიმუმ, შეიძლება ვიცოდე, ხვალ რას გავაკეთებ, გადაღება მაქვს თუ არა. ადამიანები 5-წლიან გეგმებს რომ აწყობენ, ამაზე მეცინება. სპონტანურობა მირჩევნია.

- როგორ იქცევი, როცა გრძნობ, რომ ვიღაც შენს შეზღუდვას ცდილობს?
- გააჩნია, "ის" ვინ არის. თავს ვერავის შევაზღუდვინებ. ყველას თავისებურად ვექცევი. არ მზღუდავს დედა და მასთან თავს კარგად ვგრძნობ.

- "ენერგიული და დაუმორჩილებელია".

- მართალია, დაუმორჩილებელიც ვარ და ენერგიულიც. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ყოფილა მომენტი, როცა სფინქსივით, ფერფლიდან აღვმდგარვარ და ახალი ცხოვრება დამიწყია. ესეც დრაკონისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მე არ მეშინია ცუდი პერიოდების. ვიცი, ამას აუცილებლად კარგი და ბედნიერი დღეები ჩაანაცვლებს.

- შენი ენერგიის წყარო რა არის?
- საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონია.

- საკუთარ თავთან კონფლიქტი რამდენად გაქვს?

- არ მაქვს. ვიდრე შენ არ მოგეწონება საკუთარი თავი, სხვას არ მოეწონები. უნდა იცოდე, რომ რაღაცაში მაინც, არაჩვეულებრივი ხარ, ოღონდ - ამას აფიშირება არ უნდა გაუკეთო. როცა ამ განცდას ვკარგავ, მერე დისჰარმონია მექმნება, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

- "ამბიციურია. დარწმუნებულია საკუთარ თავში და არ ეშინია გამოწვევების".

- შეიძლება, გარეგნულად ასეთი ადამიანის შთაბეჭდილებას არ ვტოვებდე, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობით გამოვირჩევი. უსამართლობას ვერ ვეგუები. სადაც ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობაა, ადამიანს ფეხებსაც კი დავბან, მაგრამ თუ ჩათვლის, რომ ვალდებული ვარ, დავბანო, სხვაგვარად მოვექცევი.

- გამოწვევების გეშინია?

- არ მეშინია, მაგრამ ზოგჯერ მეზარება.

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია".

- მართალია, ბევრი მეგობარი მყავს და ხანდახან - არც ერთი. მხოლოდ დედაა მარადიული მეგობარი. სადაც უნდა ვიყო და როგორც უნდა ვიყო, რაც უნდა შემეშალოს, დედის იმედი ყოველთვის მაქვს.

- დედაზე ყოველთვის დიდი სითბოთი ლაპარაკობ.
- შენს გაკეთებულ ერთ ინტერვიუს, სადაც დედაზე ვლაპარაკობდი, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხი საზღვარგარეთიდან მირეკავდა. იხილეთ სრულად


პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან
თინა
17 აგვისტო 2018 13:45
სიცოცხლეში უნდა დახმარება ადამიანს

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები