"როგორ განიცდიდა საყვარელ საქმეს რომ ვერ აკეთებდა" - რას წერენ ზუზუზე "ფეისბუკში"? - კვირის პალიტრა

"როგორ განიცდიდა საყვარელ საქმეს რომ ვერ აკეთებდა" - რას წერენ ზუზუზე "ფეისბუკში"?

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა:

მომღერალი გიორგი პაპკიაური: "მახსოვს, როგორ განიცდიდა, რომ თავის საყვარელ საქმეს ვერ აკეთებდა, უბრალოდ არ ეძლეოდა შანსი ეკეთებინა ის, რაც უყვარდა. ბევრი იბრძოლა მაგრამ... ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელოვნებას სიდუხჭირე ჭამს!

ქვეყანაში, სადაც მსახიობები, მომღერლები, მხატვრები, პოეტები ასე ქრებიან ერთ წამში, სიდუხჭირესა და მარტოობაში! ეს დიდი ტრაგედიაა! ცხოვრება არ არის უსამართლო, ხალხია უსამართლო, მთავრობაა უსამართლო!

მთავრობა უქმნის (ხელოვან) ადამიანებს ისეთ პირობებს, რომ ან თავს იკლავენ ან დარდი კლავთ!

ხალხი? ("შაიკებად" დაყოფილი) ვითომ "სთარები" ეკრანზე ყოველ დღე ერთი და იგივე სახეები! დამცინავი და ვითომ (პროფესიონალური) სტატუსები და ამ ყველაფრის (მარაზმის) მიღმა ტკივილითა და სევდით დაღლილი, რამდენი ნიჭიერი მსახიობი, წამყვანი, მუსიკოსი და უბრალოდ კარგი ხელოვანი იკარგება, განიცდის და ბოლოს... უბრალოდ ქრება.

უსამართლობა ხალხშია და არა ცხოვრებაში!!!

მარტო ამ ქვეყანაში გვყავს დამლაგებელი მწერლები, მიმტანი მომღერლები და გენიოსები, რომლებიც სულაც ვერ აღიქვეს გენიოსებად!

კრიტიკა, ჩხუბი, ომი, შური, ბოღმა და დაუფასებლობა უბრალოდ კლავს ხელოვანს!

ვერ გაგიფრთხილდნენ ერთ უნიჭიერეს, გულწრფელ და სიკეთე ადამიანს...

არაუშავს, დაიდგან გვირგვინები!

ჩვენ კი შევხვდებით ერთ დღეს და ვიღიღინებთ როგორც მაშინ, იმ მშვიდ საღამოს!

პ.ს სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ჩამოვაყალიბე აზრი ჩამოუყალიბებელ ხალხზე მაგრამ ეს მაინც უნდა დამეწერა, ვერ მოვითმენდი!"

თეკლა კურდღელია:

"მასთან ერთად ყოფნა ბევრ სიცილს და სიგიჟეს ნიშნავდა, "არას" თქმა არ იცოდა, ყველაფერზე დაუფიქრებელ "კის" ამბობდა, რადგან იცოდა, რომ ამით სხვის გახარებას შეძლებდა!

ერთ დღეს ტელეფონზე დამირეკა, არ გამითიშო და თან ჩამოდი 2 წუთში ვიქნები დანიშნულების ადგილასო, კიბეებზე ძალიან სწრაფად ჩავირბინე,მაგრამ ზუზუ მაინც ვერ დავინახე, არ ხართქო ვეუბნები და გზა ნელი ნაბიჯებით გავაგრძელე, ტელეფონში ისევ მესმის მისი ხმა:

"- უი, ვერ მხედავ?

- ვერა

- აი, ახლა სიმღერას დავიწყებ და თუ გაიგებ, მაშინ ახლოს ვარ."

მართლა სიმღერით გაიარა დარჩენილი გზა

სხვის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა, "თბილისი მოლიც" მოიარა ყუთით ხელში და ყველა გამვლელს ეუბნებოდ: "ახლა თუ არ დავეხმარეთ ერთმნეთს, ეს ცხოვრება რას მოგვიმზადებს არცერთმა არ ვიცით, ამიტომ სანამ დრო გვაქვს ერთმანეთი გადავარჩინოთო"

მერე გადაღლილი, თავისი მსახიობური ნიჭით სასაცილო ისტორიას მოყვებოდა და ისევ გააგრძელებდა გზას!

ერთხელ ახალი ტელეფონით მოვიდა, მართლა ხელის გულზე ატარებდა "დღეს ვიყიდე და რამე არ დაემართოსო", თან ეცინებოდა, ამის არაფერი არ მესმის და გამარკვიეო, სულ სიცილით გაუგო ყველა პროგრამას: "ისე კარგი რამე ყოფილა, მაგრამ ფანრიანმა ნოკიამ მაინც აჯობა სნეიკის თამაშითო".

ზუზუ!!! ოქროს ზუზუ"

მარიამ გერსამია: "მახსოვს პირველად როცა ძალიან პატარა ვიყავი კინოში ვნახე "გოგონა სლაიდიდან" და ჩემი პირველი ემოცია მის დანახვაზე უსაზღვრო იყო.. ვოცნებობდი სადმე მენახე, შემდეგ როცა გავიზარდე ერთ-ერთ გადაღებაზე მოგვიწია ერთად ყოფნა და რა თქმა უნდა, ჩემი იმედები გაამართლა. საოცრად პოზიტიური და კეთილი ადამინი... არ შეიძლება ასეთი ნიჭიერი ადამიანები მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან, არ შეიძლება ამ დონემდე გულდაწყვეტილები იყვნენ უსამართლობის და დაუფასებლობის გამო.. ხშირად ხომ არ იბადებიან ასეთი ნიჭირები ... მე მტკივა გული ძალიან მტკივა! ალბათ უკვე სიკვდილი საინტერესოც კი გახდა თქვენს გამო! საუკეთესოები აქ ვერ ცხოვრებენ! R.I.P

იხილეთ ასევე: "მართალია, ბევრი მეგობარი მყავს და ხანდახან - არც ერთი. მხოლოდ დედაა მარადიული მეგობარი" - რაზე წუხდა და ოცნებობდა გარდაცვლილი მსახიობი?