"გამოცდაზე ერთი გავიდა სამივეს მაგივრად, პედაგოგებმა ვერ გაარჩიეს" - რას ყვება სამი ტყუპი ბიჭის მამა - კვირის პალიტრა

"გამოცდაზე ერთი გავიდა სამივეს მაგივრად, პედაგოგებმა ვერ გაარჩიეს" - რას ყვება სამი ტყუპი ბიჭის მამა

"გაიცანით - ეს ოჯახი მხოლოდ ჩაქვს არ ალამაზებს. ის მთლიანად აჭარას და სრულიად საქართველოს ალამაზებს! სკოლის დამთავრების 25 წლისთავიც ამ სამმა ტყუპმა ვაჟკაცმა დაგვიმშვენა: მამასთან ერთად ცეცხლოვანი ქართული ცეკვების ცეცხლი დაგვინთეს! დაე, იმრავლოს ასეთმა ქართველმა ვაჟკაცებმა საქართველოში!"... - ასეთ აღფრთოვანებას გამოთქვამს პედაგოგი სამი ტყუპის მიმართ.

ტყუპების მამა - ალეკო ხიდაშელი თავის ვაჟების შესახებ გვესაუბრა...

- ლუკა, ნიკა და საბა უკვე 19 წლის არიან... დღეს სამივე სამხედრო სამსახურშია და ამასთანავე ცეკვავენ აჭარის სახელმწიფო ანსამბლ "არსიანში"..

- დღეს როგორ იხსენებთ იმ სიხარულს, როცა სამი ვაჟის მამა გახდით?

- ექოზე არ ჩანდა და რომ დაიბადნენ, მხოლოდ მაშინ გავიგეთ, რომ სამივე ვაჟი იყო. მანამდე მითხრეს, სამი ტყუპიაო და მხოლოდ ერთი ჩანდა, ბიჭი რომ იყო. თავად და მყავს ტყუპისცალი და ტყუპების ჯიში გვაქვს... სამი ტყუპი ვაჟი შეგეძინათო, რომ გავიგონე, არ მეგონა, სიხარულით თუ არ გავგიჟდებოდი...

- როგორი იყო სამი ტყუპის ვაჟის გაზრდა?

- ურთულესი! თან ისეთ პერიოდში დაიბადნენ, როდესაც საქართველოში ძალიან გაჭირვებული წლები იყო... ბავშვები ბუნებრივ კვებაზე არ იყვნენ, სპეციალური საკვები ჰქონდათ, რომელიც მხოლოდ ერთ მაღაზიაში შემოდიოდა და30 ლარი ღირდა ერთი კოლოფი. მხოლოდ ორ დღეს ჰყოფნიდათ და თავად არ ვიცი, როგორ ვახერხებდი ყოველ მესამე დღეს მეყიდა. პამპერსები და სხვა ხარჯები კიდევ ემატებოდა. დღეს მიკვირს, მაგრამ ღმერთის შეწევნით შვილებისთვის არაფერი დაგვიკლია... ხან მეგობრები მეხმარებოდნენ, თანამშრომლები, ჩემი მეუღლის მშობლები... მთავრობისგან არანაირი დახმარება არ მახსოვს, გარდა იმისა, რომ მაშინ მშობიარობა უფასო იყო. განაგრძეთ კითხვა