"წვა­ლობ­და, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უჭირ­და, სახ­ლი არ ჰქონ­და... მაგ­რამ მა­ინც იუ­მო­რით სავ­სე იყო" - რას ყვებიან ზუზუზე მეგობრები? - კვირის პალიტრა

"წვა­ლობ­და, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უჭირ­და, სახ­ლი არ ჰქონ­და... მაგ­რამ მა­ინც იუ­მო­რით სავ­სე იყო" - რას ყვებიან ზუზუზე მეგობრები?

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებამ ყველა გააოგნა და დაამწუხრა - გული დასწყდათ, რომ ხალისიანი, ნიჭიერი და კეთილი ზუზუ ასე მოულოდნელად წავიდა... მსახიობი 40 წლის იყო.

AMBEBI.GE ესაუბრა ადამიანებს, რომლებსაც მასთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა წლების განმავლობაში აკავშირებდათ. კოლეგები და მეგობრები ასე იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს:

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:

- ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ნიჭიერი, მხიარული, კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ვარ, დამირეკეს და მითხრეს ეს საშინელი ამბავი, ვერც ვაფასებ და ვერც ვიჯერებ, გაოგნებული ვარ. წარმოუდგენელი რამ მოხდა, ტრაგედიაა... ერთმანეთს ჯგუფ "ვერნისაჟიდან" ვიცნობდით. თეატრალურში კინოსამსახიობიოზე ჩვენს მერე, ბევრად გვიან ჩააბარა. ძალიან გაგვეხარდა მეგობრებს, რომ ასე გადაწყვიტა და ნამდვილად არ შემცდარა. ძალიან ნიჭიერი იყო ეკრანზეც და ცხოვრებშიც, ბევრის მიღწევა შეეძლო კიდევ...

- ზუზუს ცეკვა "ვერნისაჟში" მეც მახსოვს... გავიხსენოთ პერიოდი, როცა ის მოცეკვავე იყო.

- იმდენად მოცეკვავე არ იყო, რამდენადაც, არტისტული ნომრები ჰქონდა... ვმეგობრობდით, ბევრი საღამო წაგვიყვანია, კარგად შევეწყეთ ერთმანეთს. თუ ვინმე რამეს მთავაზობდა წყვილში, ზუზუ მიმყავდა, ზუზუს თუ სთავაზობდნენ რამეს და ქალი წამყვანი იყო საჭირო, მე მიკავშირდებოდა. შეხმატკბილებული დუეტი გვქონდა. რატომღაც ელისოს მეძახდა თავისი განუმეორებელ ხმით, - ასე მოსწონდა. მისი მონაცემები, როგორც ბევრი ნიჭიერი ადამიანის, გამოუყენებელი დარჩა.

- ბოლოს როდის ნახე?

- არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ ადამიანს ცუდი დიაგნოზი დაუსვეს და ამ ამბავთან დაკავშირებით დამირეკა - საქველმოქმედო კონცერტს აკეთებდნენ... რეალურად კი ძალიან წვალობდა, მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა... დედამისზე დარდობდა, არაჩვეულებრივი დედა ჰყავს და განიცდიდა, რომ დედა ასაკში, ასე ნაქირავებში ცხოვრობდა. გაფიქრებაც არ მინდა, ახლა რა დღეშია ეს ადამიანი... ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც ხალისიანი და იუმორით სავსე იყო, ისევე როგორც დედამისი. განაგრძეთ კითხვა