"თანხა ჩამირიცხე, თორემ ამ ტექსტს შენს ქმარსაც დავუკოპირებო" - ინტერნეტრომანით დაშანტაჟებულები
"თანხა ჩამირიცხე, თორემ ამ ტექსტს შენს ქმარსაც დავუკოპირებო" - ინტერნეტრომანით დაშანტაჟებულები
"ინტერნეტგაიძვერები" სიტუაციის მიხედვით ცვლიან გასამდიდრებელ სცენარებს

მ.გ.: "დაქორწინებული ვარ. ექვსი თვის წინ "ფეისბუკით" გავიცანი ბიჭი. მალე ჩვენი საუბრები ყოველდღიურობაში გადაიზარდა. ძალიან დავახლოვდით და ყველაფერზე ვსაუბრობდით. შესანიშნავად ესმოდა ჩემი, ამბობდა, რომ მეც ყველაზე ახლობელი ადამიანი ვიყავი მისთვის.
ერთი თვის წინ დამიკავშირდა, სასწრაფოდ 200 ლარი მჭირდება, როგორმე უნდა ჩამირიცხოო და ანგარიშის ნომერიც მომწერა. დახმარებაზე უარს როგორ ვეტყოდი? ამის შემდეგ ორი დღე არ გამოჩენილა. მერე ისევ გამიბა მიწერ-მოწერა. არაფერი აუხსნია, რაში დასჭირდა თანხა, არც
მადლიერება გამოუხატავს გვერდში დგომისთვის. ერთი კვირის თავზე კიდევ მომწერა: 200 ლარი უნდა ჩამირიცხოო. გავბრაზდი და რომ არ ვუპასუხე, ჩვენი მიმოწერის ფრაზები დამიკოპირა.
მწერდა, თანხა ჩამირიცხე, თორემ ამ ტექსტს შენს ქმარსაც დავუკოპირებო. შევშინდი, საქორწინო ბეჭედი დავალომბარდე­ და გადავურიცხე, შემდეგ კი დავბლოკე. ერთი კვირის წინ ჩემმა ქმარმა გაბრაზებულმა
დამირეკა და ისეთი სიტყვები მეძახა, გავშეშდი. იმ თაღლითმა მაინც ამისრულა მუქარა... მას შემდეგ ჩემი მეუღლე შინ აღარ მოდის. ძნელია, ქმარი დააჯერო, რომ ამ მიმოწერის იქით ჩვენ შორის არაფერი მომხდარა".

ამ წერილის გაცნობის შემდეგ დავინტერესდი და გავარკვიე, რომ ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ მისი ავტორი არ არის. თურმე ვირტუალური შეყვარებულის მსხვერპლი არაერთი ადამიანი გამხდარა - რომანების ფინალური ეტაპი შანტაჟი და თაღლითობაა,­ ფულის გამოძალვის მიზნით. ამ თემაზე სასაუბროდ ადვოკატ მირიან­ ნიკოლაძეს დავუკავშირდი:
- მახსენდება­, ტელევიზიის მორბენალი სტრიქონით ხშირად აცხადებდნენ, დავკარგე ესა თუ ის ნივ­თიო. მითითებულ ნომერზე ციხიდან პატიმრები რეკავდნენ - თქვენ აქ დადებთ­ თანხას და დაკარგული­ ნივთი გადმოგეცემათო. ასე სძალავდნენ ადამიანებს­ ფულს. მას შემდეგ ტექნ­იკური შესაძ­ლებლობები გაფართოვდა და ფანტაზიამაც მეტი გასაქანი პოვა. ჩემს პრაქტიკაშიც ბევრმა ფაქტმა მოიყარა თავი და მათ ერთი საერთო­ აქვს - გოგონების დაუფიქრებლობა...

ერთ გოგონას ემიგრაციაში მყოფი მშობელი ფულს ურიცხავდა, წლების განმავლობაში თანხას აგროვებდნენ, რომ ბინა ეყიდათ. მან სოცქსელით გაიცნო ბიჭი, რომელიც ქათინაურებით ავსებდა და რომანტიკულ თავგადასავლებს ჰპირდებოდა. მოკლედ, თავბრუ დაახვია. იმდენად პრიმიტიული სცენარი­ იყო, თუ გოგონა მეტისმეტად ბრიყვი არ არის, როგორ შეიძლება ასეთ მახეში გაებას! ამ ბიჭს სხვისი ფოტო ედო და სახელი და გვარიც სხვისი ეწერა. ძნელი წარმოსადგენია, ადამიანი უნახავად შეგიყვარდეს­ ისე, რომ გამოგიყენოს და ფული გამოგძალოს...
ასე აბამენ ინტერნეტრომანს და ერთ მშვენიერ დღეს შანტაჟის მსხვერპლნი ხდებიან - თუ ფულს არ მომცემ, შენს ძმას, მამას ან ქმარს ვაჩვენებო... ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ბიჭი გოგოს თავს აცოდებს, ჩემო სიყვარულო, მოწყენილი ვარ, სამსახურს ვერ ვშოულობ და ვერ განებივრებ საჩუქრებითო... გოგონები კი თავიანთი ნებით ურიცხავენ ფულს და ამით გამოხატავენ გვერდით დგომას. მოკლედ, "ინტერნეტგაიძვერები" სიტუაციის მიხედვით ცვლიან გასამდიდრებელ სცენარებს.

- მერე რა ხდება?
- საბოლოოდ სამართალდამცავები ერთვებიან საქმეში... მინდა, გავაფრთხილო­ დაზარალებული მხარე - რაც უფრო გვიან გაამჟღავნებთ, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით, დამნაშავის დასჯის შანსი მით უფრო მცირდება. სამართალდამცავები, ძირითადად, დამნაშავის ვინაობას ადგენენ, მაგრამ მოტყუებულის მიზანი თანხის დაბრუნებაა. ყოფილა შემთხვევები, როცა ამ გზით გამოუძალავთ 25-30 ათასი დოლარი და მეტიც. დაზარალებულები ხშირად თანხას ვერ იბრუნებენ, რადგან ის უკვე დახარჯულია - ძირითადად, კაზინოებსა და ტოტალიზატორებში. პრობლემაა ისიც, რომ გოგო ბიჭს თანხას თავისი სურვილით ურიცხავს და სამართლებრ­ივი პრობლემა არ იკვეთება. ამტკიცე მერე, მართლა უყვარდა ის ბიჭს თუ არა... ძნელია, ედავო ვინმეს, რომ ეს ყველაფერი განზრახული იყო.

- როცა შანტაჟის დროს მიმოწერა არსებობს?
- შანტაჟის შემთხვევაში, თუ პირის იდენტიფიკაცია მოხერხდა, მიმოწერა ხდება საფუძველი, რომ პასუხისმგებლობისგან თავი ვერ დაიხსნას.

- და რა სასჯელი ემუქრება დამნაშავეს?
- პრაქტიკა ასეთია - სხვადასხვა შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით ორი-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

- კიდევ რა შემთხვევებს გაიხსენებთ?
- იყო პირიქითაც... რჩევა მთხოვა ახლობელმა მამაკაცმა, საშინელ დღეში ვარო. დაოჯახებული გახლდათ და როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტში "მარცხნივ გაუხედავს". ამის შემდეგ იძულებული გახდა, ყოველთვიურად ეხადა თანხა, რომ მათი მიმოწერა მეუღლის ხელში არ აღმოჩენილიყო...

ჩვენამდე მოსულთა 80% კონსულტაციის შემდეგ სამართლებრივ დავას აღარ აგრძელებს, ხვდება, რომ სიმართლის დამტკიცების შანსი 10%-ია, თანხის დაბრუნებისა კი - უფრო ნაკლები.

- ხშირია ასეთი ფაქტები?
- დაახლოებით ორი წლის წინ თითქმის თვე არ მქონია, ორი შემთხვევა მაინც არ ყოფილიყო. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ადვოკატია საქართველოში... ორი წელია, კლების ტენდენცია შეიმჩნევა და ალბათ, ამ სტატიის შემდეგ უფრო შემცირდება. ეს კარგი პრევენციაა. ამ თემის წამოწევით "კვირის პალიტრა" კარგ საქმეს აკეთებს.


ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (12)
*****
13 სექტემბერი 2018 13:17
ცოლი მყავდა, ფულის გაფლანგვის და უაზრო ვალების გამო გაუშვი სახლიდან, ვფიქრობ ისიც ასე წამოაგო ვინმე მამაკაცმა, რომელიც ოცნების კოშკს ჰპირდებოდა და მე არაფერს მიმხელდა.
aba
11 სექტემბერი 2018 23:10
მეც ვიცნობ ეგეტსბ ერტმა ტავიიც მოიკლა, გაზეტსი ეწერა
gio
01 სექტემბერი 2018 07:10
qmari tu gyavs ar mesmis rato unda emesijo ucxos
mdaa
31 აგვისტო 2018 20:50
ქართველი კაცი რომ ასე დაეცემა, ფუფ, ამას ლჯბითი იყოს ჯობია, თაღლითობა და ქურდობა მაინც არ არის
lali
31 აგვისტო 2018 14:06
იცით რამდენს მოუწერია? ეგრევე ვბლოკავ და არც ვიმეგობრებ.მაგის დრო სად მაქვს
გიორგი
31 აგვისტო 2018 11:33
ნატას იმიტომ ემესიჯებიან, რომ ქმრები არ გამოადგათ ალბათ.
kaira
31 აგვისტო 2018 11:26
ასეთი რა მიწერა უცნობ ადამიანს, რომ ქმარი დაშორდა?
თეა
31 აგვისტო 2018 10:31
ხალხო გოგოებო ასე როგორ ცდებით .. ხალხი გაფუჩდა. აღარავინაა სანდო. ფეისბუქით გაცნობილ ადამიანებს როგორ ენდობით და ფულებს აძლევთ... ნუ მიხვალთ იმ დონემდე რო დაგაშანტაჟონ.. გადავირიე რა თხის ჩკუები გაქვთ რა.
გვანცა
31 აგვისტო 2018 09:50
კარგად შენიშნა ავტორმა. "თუ გოგო ბრიყვი არ არის".
aleqsi
30 აგვისტო 2018 23:23
ნატა გოიმი არა სრულიად მართალი ხარ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები