როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

აუმინდობის გამო გუშინ  ღამე დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა. განსაკუთრებული პრობლემები კი უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ თელავისა და ახმეტის მუვიპალიტეტებს შეუქმნა, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები, განადგურდა მოსავალი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.  ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დღეს და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა 25-დან 27 გრადუსამდე იმერყევებს. 23 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით კი ტემპერატურა  28 -33 გრადუსი იქნება.

"რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღეს იქნება 30 გრადუსი, ხოლო  23 და 25 აგვისტოს ჩათვლით,  31-დან 36-გრადუსიც შესაძლებელია დაფიქსირდეს.

დედაქალაქში დღეს და ხვალ ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, რაც კვირის განმავლობაში შესაძლოა კიდევ განმეორდეს. ამინდის მკვეთრ გაუარესებას არ უნდა ველოდოთ. ტემპერატურა კი 23- დან 26 აგვისტოს ჩათვლით 28 -33 გრადუსი იქნება", - აცხადებს  დოდო გვაზა.