"პა­ტა­რა სცე­ნე­ბი არ მიყ­ვარს, მაგრამ არე­ნა­ზე არას­დროს გა­მოვ­სულ­ვარ...მად­ლო­ბე­ლი ვარ, რამ­დე­ნი ხალ­ხი მო­ვი­და..." - კვირის პალიტრა

"პა­ტა­რა სცე­ნე­ბი არ მიყ­ვარს, მაგრამ არე­ნა­ზე არას­დროს გა­მოვ­სულ­ვარ...მად­ლო­ბე­ლი ვარ, რამ­დე­ნი ხალ­ხი მო­ვი­და..."

83 წლის ლეგენდარული ქართველი შემსრულებელი, ქართული ესტრადის მშვენება, ნანი ბრეგვაძე 16 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ წარდგა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როგორც პროფესიონალურად, ასევე ფიზიკურად, შესანიშნავ ფორმაშია. მის პირველ გამოჩენას სცენაზე დარბაზი ფეხზე ადგომით შეხვდა და დიდხანს უკრავდა ტაშს. კონცერტი Check in Georgia და "ბლექ სი არენას" ქართული ზაფხულის ფარგლებში გაიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, აჭარის კაპელასთან, ეკა მამალაძესთან, ნატალია ქუთათელაძესთან, ნინო ქათამაძესთან და სტეფანე მღერბრიშვილთან ერთად, შესრულდა ის სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა დროს გენიალურმა კომპოზიტორებმა და ლექსის ავტორებმა ნანისთვის შექმნეს.

საღამოს სპეციალური სტუმარი "გრემის" მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი, კრის ბოტი გახლდათ, რომლის გამოჩენაც კომპოზიციაზე "ის აქ არის“ განსაკუთრებული გამოდგა. გია ყანჩელის ამ უკვდავი კომპოზიციის შესრულებას ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. კრის ბოტიმ ნატალია ქუთათელაძესთან ერთად ცნობილი My Funny Valentine–იც შეასრულა, რამაც დარბაზში მსხდომი მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.

ნანი ბრეგვაძე: "თავიდან ძალიან ვყოყმანობდი, ამხელა დარბაზის შევსება და ჩემი დგომა და მღერა ძალიან ძნელი იყო. ნიკოლოზ რაჭველმა ყველაფერი გათვალა. პატარა სცენები არ მიყვარს, მაგრამ არენაზე არასდროს გამოვსულვარ... მადლიერი და მადლობელი ვარ, რამდენი ხალხი მოვიდა..." განაგრძეთ კითხვა

"მთაწმინდაზე დავიბადე და მგონია, რომ თითოეული ძველი სახლი ჩემი ახლობელია"

"კინაღამ გავგიჟდი, არ მინდა თქვენი სიმღერა-მეთქი!"