სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, რუსეთის შსს-ს სტავროპოლის ოლქის სამმართაველოს ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. მათი ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოებში 9 დაშავებული, მათ შორის 4 არასრულწლოვანი რჩება.

როგორც "რია ნოვოსტის" ავტოსადგურ "კრასნოდარ-1"-ის ცენტრალურ სადისპეტჩერო სამსახურში განუცხადეს, ერთ-ერთი დაღუპული ქართული კომპანია „მიმინოტრანს.ჯის“ ხელმძღვანელია.

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

სტავროპოლის ოლქში მოძრავი ავტობუსისა და "კამაზის“ შეჯახების შედეგად საქართველოს მოქალაქეებიც დაშავდნენ

"ინტერპრესნიუსი"