"ახლა რას არ იტყვიან შენზე, ჩემო კეთილო ადამიანო , - იკეთებდაო, თავი მოიკლაო..."
21-08-2018
"ახლა რას არ იტყვიან შენზე, ჩემო კეთილო ადამიანო , - იკეთებდაო, თავი მოიკლაო..."
"ზუზუ ბეჟაშვილი ბაქოში როლზე დაამტკიცეს... დღეს მოვიდა პასუხი...
ხვალ დაკრძალვაა 14 საათზე... ასე დასრულდა ეს ამბავი", - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ 20 აგვისტოს. მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი ნახეს. ღამით შინ დაბრუნებულმა ერთ-ერთმა მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა, მაგრამ არ ჩამოვიდა და ფეხით აუყვა კიბეს. მესამე სართულზე, ნახევრად გაღებულ ლიფტში, მსახიობი ეგდო. თვითმხილველმა მისი გადარჩენა სცადა, ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, "სასწრაფოც" გამოიძახა, თუმცა - უშედეგოდ, ზუზუ უკვე
გარდაცვლილი იყო... მსახობს 21 აგვისტოს, მუხათგვერდის სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია,
40 წლის მსახიობის მეგობრები ზუზუს გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით.

"დილით გავიგე შენი შორს წასვლის ამბავი. ადგილზე გავიყინე, სისხლი გამიჩერდა, ჩემო პოზიტიური მეგობარო...
როგორ მისმენდი, როგორ გისმენდი... მარიგებდი, მეხმარებოდი, მამხიარულებდი... ვეხმარებოდით ერთმანეთს ბოროტი ხალხის ამოცნობაში. როგორ ვცდილობდით, მაინც მხიარულები ვყოფილიყავით და "ფაბრიკისკენ" ფეხით მივუყვებოდით ღიღინ-ღიღინით. მენატრება შენი სიცილი. ახლაც ყურებში ჩამესმის. უმაგრესი გული გქონდა, ზუზუ, უმაგრესი მეგობარი იყავი. მიჭირს მოსვლა შენთან, ბოლოჯერ რომ გნახო. რამდენ რამეს ვგეგმავდით, რამდენი რამე უნდა გაგვეკეთებინა. ახლა რას არ იტყვიან შენზე, ჩემო კეთილო ადამიანო - იკეთებდაო, თავი მოიკლაო... ეს არის ჩვენი ქვეყანა... გახსოვს, ეს რამდენჯერ განგვიხილია? მიყვარხარ, ზუზუ, ჩემთვის სულ უმაგრესი ადამიანი იქნები. მომენატრები ძალიან", - წერს ერთ-ერთი მეგობარი. იხილეთ სრულად





რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები