სასწაულებრივად გადარჩენილი - კვირის პალიტრა

სასწაულებრივად გადარჩენილი

"ამ შენობიდან მესამედ გადმოვარდა"

აგვისტოს, საღამოს 22.40 საათზე, თემქის დასახლებაში, ე.წ. "არაშენდას" 18-სართულიანი შენობის მე-3 სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. 4 წლის ნიკუშა რიგვავა სასწაულით გადარჩა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ექიმები მისი სრულად გამოჯანმრთელების იმედს იძლევიან. აფხაზეთიდან დევნილი რიგვავების ოჯახი კორპუსში ქირით ცხოვრობს.

ნიკუშა რიგვავა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს. ბავშვის მამამ, ზურაბ რიგვავამ გვითხრა, რომ ექიმებმა დღეში 400 ლარის გადახდა მოსთხოვეს. არადა, ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს და ამ განსაცდელში ღვთის იმედად არის.

- ნიკუშა ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და ცელქი ბავშვია, ის ამ შენობიდან მესამედ გადმოვარდა, - გვითხრა ნიკუშას ბიძამ. ასეთი შემთხვევა ამ კორპუსში ადრეც არაერთხელ ყოფილა, მათ შორის, რამდენიმე ფატალურად დასრულდა. ამის მიზეზი სადარბაზოს უმოაჯირო კიბეა.

ანა ჟვანია

"ყველა სიახლე"