ღვთისმშობლის შობის ტაძარში მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს
21-08-2018
ღვთისმშობლის შობის ტაძარში მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს
თბილისში, დადიანის ქუჩაზე ღვთისმშობლის შობის ტაძარში მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობს მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

როგორც მსახიობმა ზაალ კუპრაშვილმა აღნიშნა, ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გულთან დაკავშირებული პრობლემა იყოს, რადგან ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო.

"შეიძლება გულმა უღალატა, ვერ გაუძლო იმ ნერვიულობას, ცხოვრების იმ რიტმს, რა რიტმიც ჰქონდა”, - აღნიშნა ზაალ კუპრაშვილმა.

ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. საქმეზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

21 აგვისტო 2018 13:45
ვისაც ბრალი მიუძღვის ამა ადამიანის ამ ზომამდე მიყვანაში ამაზე უარესი ბედი წვეოდეს...

რედაქტორის რჩევით