"არ ვმალავ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება მსურს, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"არ ვმალავ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება მსურს, მაგრამ..."

მომღერალმა ვალერი მელაძემ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანა. "მე ამ ფაქტს არ ვმალავ. თუმცა, ეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ჩემი ქმედებები რუსეთისა და საქართველოს კანონებს არ ეწინააღმდეგება“, - განუცხადა მელაძემ რადიოსადგურ "გოვორიტ მოსკვას”.

მომღერალმა განმარტა, რომ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა იმ დროს, როდესაც ამ ქვეყნებს შორის საზღვრები არ არსებობდა.

"თუმცა შემდეგ ეს საზღვრები გაჩნდა. ახლა კი მე მსურს, სულ მცირე ჩემთვის ეს საზღვრები კვლავ წავშალო. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი მოქალაქეობის მიღებით მორალურ ზიანს არავის მივაყენებ“, - განაცხადა მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში დაბადებულ მომღერალს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს და შესაბამისი თხოვნით მან იუსტიციის სამინისტროსაც მიმართა.