"ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა"- რაჭაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
21-08-2018
"ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა"- რაჭაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავებულია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ზუსტდება.

ავარიი ამსახველ ფოტომასალას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს.


"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით