რაჭაში მომხდარი ავარიის ამსახველ ფოტომასალას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს - კვირის პალიტრა

რაჭაში მომხდარი ავარიის ამსახველ ფოტომასალას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს

ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ავარიის ამსახველ ფოტო-მასალას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავებულია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ზუსტდება. "ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა"- რაჭაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა