რაჭაში მომხდარი ავარიის ამსახველ ფოტომასალას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს
21-08-2018
რაჭაში მომხდარი ავარიის ამსახველ ფოტომასალას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს
ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ავარიის ამსახველ ფოტო-მასალას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს.


როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავებულია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ზუსტდება.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით