"ერთ-ერთ მგზავრი, რომელიც გარდაიცვალა, ჩვენს ეზოში გადმოვარდა"- რას ყვება მსახიობი ონისე ონიანი რაჭაში მომხდარ საზარელ ავარიაზე - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთ მგზავრი, რომელიც გარდაიცვალა, ჩვენს ეზოში გადმოვარდა"- რას ყვება მსახიობი ონისე ონიანი რაჭაში მომხდარ საზარელ ავარიაზე

რაჭაში, სოფელ სადმელში მომხდარ საზარელ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს დაეჯახა და ამის შემდეგ საცხოვრებელი სახლის ეზოსთან, კაკლის ხეს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ავტომობილის მძღოლი და 2 მგზავრი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსახიობ ონისე ონიანის სახლში მოხდა. იგი სოფელ სადმელში დასასვენებლად იმყოფება და ავარიას თავადაც შეესწრო. მომხდარის შესახებ მან Ambebi.ge-ს უამბო:

- ამბროლაურის რაიონში, სოფელ სადმელში მაქვს სახლი, სწორედ იქ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ჩვენც სასაუწლებრივად გადავრჩით. ეზოში ვისხედით, ფანჩატურში, როცა ჩვენს სახლთან მომავალ ავტომობილს საბურავი გაუსკდა და ტრაგედია მოხდა. დაახლოებით 15 მეტრის დაშორებით ვისხედით. მანქანაში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა, გვერდზე სოფლის მცხოვრებლები იყვნენ. აქედან სამი დაიღუპა. განაგრძეთ კითხვა

რაჭაში მომხდარი ავარიის ამსახველ ფოტომასალას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს

"ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა"- რაჭაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა