"ჯერ მე­-5 კლა­სე­ლი ბავ­შვი გარ­და­ეც­ვა­ლათ, სის­ხლის გა­თეთ­რე­ბით, დღეს ეს ტრა­გე­დია მოხ­და" - კვირის პალიტრა

"ჯერ მე­-5 კლა­სე­ლი ბავ­შვი გარ­და­ეც­ვა­ლათ, სის­ხლის გა­თეთ­რე­ბით, დღეს ეს ტრა­გე­დია მოხ­და"

რაჭაში, სოფელ სადმელში მომხდარ საზარელ ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს დაეჯახა და ამის შემდეგ საცხოვრებელი სახლის ეზოსთან, კაკლის ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი. მომხდარზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ამბროლაურის რაიონის სოფელ საკეციას მკვიდრი, 23 წლის გიორგი ტურძილაძე და ორი ქუთაისელი ახალგაზრდა - 21 წლის გიორგი მიქიაშვილი და 18 წლის ავთო ფოლადაშვილი, რომლებიც საკეციაში სტუმრად იმყოფებოდნენ.

Ambebi.ge სოფელ საკეციას რწმუნებულს გია მიქიაშვილს ესაუბრა:

- ავარიის შედეგად სოფელ საკეციას მკვიდრი გიორგი ტურძილაძე გარდაიცვალა. ძალიან მშრომელი ხალხია მთელი ოჯახი. რამდენიმე წლის წინ მეხუთე კლასელი ბავშვი გარდაეცვალათ, სისხლის გათეთრებით და დღეს ეს ტრაგედია მოხდა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ერთ-ერთ მგზავრი, რომელიც გარდაიცვალა, ჩვენს ეზოში გადმოვარდა"- რას ყვება მსახიობი ონისე ონიანი რაჭაში მომხდარ საზარელ ავარიაზე