თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია შეიცვლება
22-08-2018
თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია შეიცვლება
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქალაქში არსებული საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია ვიზუალურად ცუდია, ამიტომ ამასთან დაკავშირებული პროექტი ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ ხიდზე ასვლა-ჩამოსვლა კომფორტული იყოს და ამასთან, კარგი ვიზუალიც ჰქონდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საფეხმავლო ხიდები შშმ პირებისთვისაც კომფორტული უნდა გახდეს.

„საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია ვიზუალურად ძალიან ცუდია და აქაც ჩავრთოთ არქიტექტორები, ვისაც სურვილი აქვს, რომ იქნებ ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზიც
იქნება და ასვლა-ჩამოსვლაც - მოსახერხებელი. დღეის მდგომარეობით ასევე, შშმ პირებისთვისაც შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ გავალებთ, რომ ძალიან მალე იქნას შემუშავებული კონცეფცია, გეგმა, ეს ხიდები როგორი უნდა იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით