"საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ხელფასად 6250 ლარი, მეხანძრე-მაშველის ყოველთვიურ სარგოდ კი - 750-დან 1200 ლარამდე განისაზღვრა"
"საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ხელფასად 6250 ლარი, მეხანძრე-მაშველის ყოველთვიურ სარგოდ კი - 750-დან 1200 ლარამდე განისაზღვრა"
საქართველოს მთავრობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა ფულადი სარგოსა (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო) და ფულად სარგოზე დანამატის ოდენობებისა და გაცემის წესი დაამტკიცა. განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს 2018 წლის 9 აგვისტოდან შევიდა ძალაში და 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან წარმოშობილ ყველა სამართლებრივ ურთიერთობაზე მოქმედებს.

მთავრობის განკარგულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 4560 თანამშრომელს ეხება. როგორც განკარგულების დანართშია აღნიშული, სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო თვეში 6250 ლარით განისაზღვრა, ხოლო წლიურად
75 000 ლარია. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო 5900 ლარია, ხოლო წლიური სარგო 70 800 ლარი; სამსახურის უფროსის მოადგილის თვიური სარგო 5800 ლარი, წლიური კი - 69 600 ლარია. რაც შეეხება დეპარტამენტის უფროსებს, როგორც დანართიდან ირკვევა, მათი თვიური თანამდებრივი სარგო 5000 ლარია.

რაც შეეხება
მეხანძრე-მაშველებს, მათი თანამდებობრივი სარგო 750 ლარიდან 1200 ლარამდე მერყეობს წოდებების და ნამსახურეობის მიხედვით.

მთავრობის აღნიშნული განკარგულებით ასევე დამტკიცდა სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები.

როგორც მთავრობის განკარგულების დანართიდან ირკვევა, დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 4800 ლარი იქნება, ხოლო წლიური სარგო 57 600 ლარი. განყოფილების უფროსის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 1200-დან 1700 ლარამდეა, ხოლო მთავარი სპეციალისტის - თანამდებობრივი სარგო 1200 ლარიდან-1500 ლარამდე განისაზღვრა.

რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა ფულად სარგოზე დანამატის ოდენობებს, მთავრობის განკარგულების თანახმად, მოსამსახურეს, რომელსაც მიენიჭა სპეციალური წოდება, ყოველთვიურად ეძლევა სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო) დანამატი შემდეგი პროცენტული ოდენობით: 1-დან 2 წლამდე ნამსახურეობისთვის 5 პროცენტი, 2-დან 5 წლამდე ნამსახურეობისთვის 10 პროცენტი; 5-დან 10 წლამდე ნამსახურეობისთვის 15 პროცენტი და 10 წლის ან მეტის ნამსახურეობისთვის 20%.

გარდა ამისა, მრავალშვილიან მოსამსახურეებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი, ხოლო სამსახურის სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთაც მინიჭებული არ აქვთ სახელმწიოფოს სპეციალური წოდება არაუმეტეს ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 20 პროცენტისა: ოთხი შვილის მშობელს 250 ლარი; ხუთი შვილის მშობელს - 375 ლარი; ექვსი შვილის მშობელს 500 ლარი, ხოლო შვიდი და მეტი შვილის მშობელს 625 ლარი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები