"1-ელი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება" - კვირის პალიტრა

"1-ელი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება"

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს მოუწოდებს, შესაბამისი ლიცენზია დროულად აიღონ. კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება, ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.

მისივე თქმით, ქალაქში არსებული ქაოსი, რომელიც მათ შორის ტაქსების მოძრაობას ეხება, უნდა მოწესრიგდეს.

„21 აგვისტოდან იუსტიციის სახლში დაიწყო ნებართვების გაცემა. იქ არის სპეციალურად გამოყოფილი ერთი ადგილი, სადაც მისულ ადამიანებს მოემსახურებიან იუსტიციის სახლის თანამშრომლები. დღეის მდგომარეობით, 500-მდე ნებართვა არის გაცემული და მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ, რადგან 1-ელი ოქტომბრიდან უკვე ლიცენზიის გარეშე ამ სერვისის გაწევა იქნება შეუძლებელი. თუ დაფიქსირდება შემთხვევები, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმები. ჯარიმა არის 200 ლარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება, რადგან ქალაქში ზოგადად ქაოსია ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.