"1-ელი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება"
"1-ელი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება"
თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს მოუწოდებს, შესაბამისი ლიცენზია დროულად აიღონ. კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება, ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.

მისივე თქმით, ქალაქში არსებული ქაოსი, რომელიც მათ შორის ტაქსების მოძრაობას ეხება, უნდა მოწესრიგდეს.

„21 აგვისტოდან იუსტიციის სახლში დაიწყო ნებართვების გაცემა. იქ არის სპეციალურად გამოყოფილი ერთი ადგილი, სადაც მისულ ადამიანებს მოემსახურებიან იუსტიციის სახლის თანამშრომლები. დღეის
მდგომარეობით, 500-მდე ნებართვა არის გაცემული და მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ, რადგან 1-ელი ოქტომბრიდან უკვე ლიცენზიის გარეშე ამ სერვისის გაწევა იქნება შეუძლებელი. თუ დაფიქსირდება შემთხვევები, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმები. ჯარიმა არის 200 ლარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება, რადგან ქალაქში ზოგადად ქაოსია ამ
მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი ქართული ღვინოები უნდა შევუხამოთ ცხვრის ხორცისგან მომზადებულ კერძებს - რჩევები დიასახლისებს
/
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები