"ზოგიერთ რაიონში წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი, სეტყვა" - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
22-08-2018
"ზოგიერთ რაიონში წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი, სეტყვა" - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში დღის მეორე ნახევარში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.23 - 25 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამისა და საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო რაინებში კი +28, +30 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა-ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსია მოსალოდნელი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით