"ვნატრობ, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები განსასჯელის სკამზე ვიხილო"
"ვნატრობ, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები განსასჯელის სკამზე ვიხილო"
არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი იმედოვნებს, რომ მისი შვილის მკვლელები ადრე თუ გვიან დაისჯებიან. ამის შესახებ ტატუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

"მე კომპენსაციით დაინტერესებული არ ვარ. დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები, როცა იქნება მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. ალბათ მოვა ეს დრო. ეს არის ჩემი ნატვრა. დღე და ღამე ამას ვფიქრობ, რომ ისინი ვიხილო განსასჯელის სკამზე",-განაცხადა ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა.

არჩილ ტატუნაშვილი
24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები