12 წლის მოზარდმა ლეღვის ნახარშით მე–2 ხარისხის დამწვრობა მიიღო - კვირის პალიტრა

12 წლის მოზარდმა ლეღვის ნახარშით მე–2 ხარისხის დამწვრობა მიიღო

12 წლის მოზარდმა ლეღვის ნახარშით მე - 2 ხარისხის დამწვრობა მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, აღნიშნული ფაქტი ლეღვის ნახარშით მოზარდის დამწვრობის პირველი შემთხვევაა. მისივე თქმით, მანამდე მსგავსი შემთხვევები მხოლოდ მოზრდილებში ფიქსირდებოდა.

ქაშიბაძის განმარტებით, 12 წლის გოგონა იმერეთის რეგიონიდან დამწვრობის ცენტრში რეანომობილით გუშინ, გვიან ღამით შეიყვანეს. მას სხეულის 40% აქვს დამწვარი. კერძოდ, გულ - მკერდი, მუცელი და ქვემო კიდურები.

"პაციენტს დღეს დილით ნარკოზით შეხვევა ჩაუტარდა და იგი ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე ინფორმაციით, წელს ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის სულ 5 შემთხვევა ფიქსირდება.