"კახეთში რამდენიმე დღის წინ სეტყვის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა" - სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრი
22-08-2018
"კახეთში რამდენიმე დღის წინ სეტყვის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა" - სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრი
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრში განმარტავენ, რატომ ვერ მოხერხდა კახეთში რამდენიმე დღის წინ სეტყვის თავიდან არიდება. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრში რამდენიმე ხელისშემშლელ ფაქტორზე საუბრობენ.

"ძლიერი ფრონტალური ღრუბელი შემოვიდა, ფაქტობრივად შემოყვა სეტყვის მზა მარცვლები. ამასთან, ახმეტის რაიონში სეტყვის ღრუბელი იყო ქალაქის თავზე. ჩვენ გვქონდა შეზღუდული აზიმუტები.

გარდა ამისა ჩვენ შეზღუდვა გვქონდა ნავიგაციიდან, რადგანაც ბორტები დაფრინავდნენ“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრში.

ამასთან, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრი დღეს
კახეთის რეგიონში სეტყვას არ ელოდება.

მათი ინფორმაციით, გრძელვადიანი პროგნოზით კახეთის რეგიონში დღეს სეტყვა არ არის მოსალოდნელი. რაც შეეხება შიდა მასიური პროცესების შედეგად წარმოქმნილ სეტყვას, ცენტრში განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში სეტყვის შესახებ ცენტრი ინფორმაციას 15 წუთით ადრე იგებს და ახდენს მყისიერ რეაგირებას.

"რამდენიმე საათით ადრე სეტყვამდე
არის ფრონტალური ღრუბელი. მას მოყვება სეტყვის მარცვლები. თუ იწყება მსგავსი პროცესი, ჩვენ ხელს ვუშლით ამ მარცვლების გადიდებას. რის შემდეგაც ეს მარცვლები დნება და მოდის წვიმის სახით.
ჩვენ კონკრეტულად კახეთის რეგიონზე ვმუშაობთ და აქ სეტყვას დღეს არ ველოდებით.
თუ ფრონტალური ღრუბელი მოდის, დაახლოებით საათნახევრით ადრე ვიგებთ ამას და თუ შიდა მასიური პროცესებია 15 წუთით ადრე ვიგებთ. ეს ნიშნავს, რომ სიცხისგან აორთქლებული წყალის მეშვეობით ხდება სეტყვის მასების წარმოქმნა. ამ შემთხვევაში კი სანამ სეტყვის ღრუბელის წარმოქმნა არ დაიწყება, ვერ ვხედავთ ჩვენ.
რეაგირება მყისიერად ხდება. ჩვენ ნავიგაციაში ვრეკავთ და ვათანხმებთ ხომ არ არის ფრენები, ხოლო მის შემდეგ ვიწყებთ მუშაობას. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას არ ვიყენებთ ქალაქის თავზე“, - აცხადებენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
22 აგვისტო 2018 20:10
სეტყვის საწინააღმდეგო თუ სეტყვის გამომწვევია ??:D რათქმაუნდა ვერ მოხერხდება აბა ხო უნდა გაჩანაგდეს ქართული მარცვლეული და საარსებო ყველანაირად??? ან ამდენი ფაროსანა რამ შემოივანა საქართველოში/

რედაქტორის რჩევით