თბილისში, 16 წლის მოზარდი მოტოციკლიდან გადმოვარდა - კვირის პალიტრა

თბილისში, 16 წლის მოზარდი მოტოციკლიდან გადმოვარდა

თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთასთან, 16 წლის მოზარდი მოტოციკლიდან გადმოვარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მათივე განმარტებით, 16 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სავარაუდოდ, გზაზე მოცურდა. დაზიანებულია ერთ-ერთი ავტომობილიც.