"ბარ­ძა­ყის არე­ში ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი. სი­ნათ­ლე ავან­თე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­წოლ­ში შავი ფე­რის ობო­ბა იყო, რო­მელ­მაც მი­კ­ბი­ნა" - კვირის პალიტრა

"ბარ­ძა­ყის არე­ში ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი. სი­ნათ­ლე ავან­თე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­წოლ­ში შავი ფე­რის ობო­ბა იყო, რო­მელ­მაც მი­კ­ბი­ნა"

ბოლო დღეების განმავლობაში, სამედიცინო ცენტრ "გორმედს" ობობის ნაკბენით გამოწვეული ინტოქსიკაციით რამდენიმე პაციენტმა მიმართა. ერთ ერთი პაციენტი, სოფელ თორტიზაში მცხოვრები ანჟელა აკოფიანი "გორმედის" თერაპიული დეპარტამენტის სტაციონარშია მოთავსებული. ქალბატონი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. პაციენტი აღნიშნავს, რომ მას ობობამ უკბინა.

"დაძინებას ვაპირებდი, როდესაც ბარძაყის არეში ტკივილი ვიგრძენი. ოთახში სინათლე ავანთე და აღმოვაჩინე, რომ საწოლში მცირე ზომის შავი ფერის ობობა იყო, რომელმაც მიკბინა. სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ ასეთი ობობა სხვა დროს არ მინახავს. მალევე, ტკივილი ისე გაძლიერდა, გაუსაძლისი გახდა. ფეხის დადგმას ვეღარ ვახერხებდი (პარალიზების შეგრძნება მქონდა) და გარდა ამისა, მუცლის არეში კიდევ უფრო ძლიერდებოდა ტკივილი, სასწრაფოს გამოძახება გადავწყვიტეთ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ობობის ნაკბენი ასეთ შედეგს გამოიწვევდა. მეორე დღეა, საავადმყოფოში ვწევარ, ინტენსიური მკურნალობა მიტარდება, ახლა უკეთ ვარ, მაგრამ ფეხის გადადგმა ჯერ კიდევ მიჭირს", - განაცხადა ანჟელა აკოფიანმა.

ექიმების განცხადებით, პაციენტს მაღალი ხარისხის ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

დავით ყაზაიშვილი, სამედიცინო ცენტრ "გორმედის" კლინიკური დირექტორი: "პაციენტს აღენიშნებოდა ნაკბენი ბარძაყის არეში, ზოგადი ინტოქსიკაციის ძალიან მაღალი ხარისი და ძლიერი ნევრალგიური ტკივილი. მოვათავსეთ სტაციონარში. ხორციელდება ინტოქსიკაციური და სიმპტომური მკურნალობა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოგვეხდინა იმ სიმპტომების ნიველირება, რაც ფიქსირდებოდა - ქავილი, ტკივილი, ზოგადი ინტოქსიკაცია. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად უკეთესია, თუმცა სრულად გამოჯანმრთელებული არ არის და შესაბამისი მკურნალობა გრძელდება. განაგრძეთ კითხვა