"ბარ­ძა­ყის არე­ში ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი. სი­ნათ­ლე ავან­თე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­წოლ­ში შავი ფე­რის ობო­ბა იყო, რო­მელ­მაც მი­კ­ბი­ნა"
23-08-2018
"ბარ­ძა­ყის არე­ში ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი. სი­ნათ­ლე ავან­თე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­წოლ­ში შავი ფე­რის ობო­ბა იყო, რო­მელ­მაც მი­კ­ბი­ნა"
ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "გორ­მედს" ობო­ბის ნაკ­ბე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტმა მი­მარ­თა. ერთ ერთი პა­ცი­ენ­ტი, სო­ფელ თორ­ტი­ზა­ში მცხოვ­რე­ბი ან­ჟე­ლა აკო­ფი­ა­ნი "გორ­მე­დის" თე­რა­პი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის სტა­ცი­ო­ნარ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა შე­იყ­ვა­ნა. პა­ცი­ენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას ობო­ბამ უკბი­ნა.

"და­ძი­ნე­ბას ვა­პი­რებ­დი, რო­დე­საც ბარ­ძა­ყის არე­ში ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი. ოთახ­ში სი­ნათ­ლე ავან­თე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­წოლ­ში მცი­რე ზო­მის შავი ფე­რის ობო­ბა იყო, რო­მელ­მაც მი­კ­ბი­ნა. სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ასე­თი ობო­ბა სხვა დროს არ მი­ნა­ხავს. მა­ლე­ვე,
ტკი­ვი­ლი ისე გაძ­ლი­ერ­და, გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და. ფე­ხის დად­გმას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი (პა­რა­ლი­ზე­ბის შეგ­რძნე­ბა მქონ­და) და გარ­და ამი­სა, მუც­ლის არე­ში კი­დევ უფრო ძლი­ერ­დე­ბო­და ტკი­ვი­ლი, სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ობო­ბის ნაკ­ბე­ნი ასეთ შე­დეგს გა­მო­იწ­ვევ­და. მე­ო­რე დღეა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვწე­ვარ, ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მი­ტარ­დე­ბა, ახლა უკეთ ვარ, მაგ­რამ ფე­ხის გა­დად­გმა
ჯერ კი­დევ მი­ჭირს", - გა­ნა­ცხა­და ან­ჟე­ლა აკო­ფი­ან­მა.

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ინ­ტოქ­სი­კა­ცია აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

და­ვით ყა­ზა­იშ­ვი­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "გორ­მე­დის" კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი: "პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ნაკ­ბე­ნი ბარ­ძა­ყის არე­ში, ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რი­სი და ძლი­ე­რი ნევ­რალ­გი­უ­რი ტკი­ვი­ლი. მო­ვა­თავ­სეთ სტა­ცი­ო­ნარ­ში. ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­ტოქ­სი­კა­ცი­უ­რი და სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და იმის­თვის, რომ მოგ­ვეხ­დი­ნა იმ სიმპტო­მე­ბის ნი­ვე­ლი­რე­ბა, რაც ფიქ­სირ­დე­ბო­და - ქა­ვი­ლი, ტკი­ვი­ლი, ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად უკე­თე­სია, თუმ­ცა სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი არ არის და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა. განაგრძეთ კითხვა
dato
24 აგვისტო 2018 10:40
წლების წინ მეც მიკბინა შავმა ობობამ თბილისში, მე-8 სართულზე, მაშინ როცა მეძინა და მართალია ტკივილები არ მქონია, მაგრამ ინტოქსიკაცია ვიგრძენი და დისკომფორტი ფეხზე 2 დღე.

რედაქტორის რჩევით